ჩვენ შესახებ
Tbilisi Hills Landscape არის საქართველოს ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე უნიკალური და მოწინავე კომპანია, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს გამწვანებასთან დაკავშირებული მომსახურების სრულ პაკეტს. მრავალწლიანი გამოცდილებით, უმაღლესი ხარისხის ტექნოლოგიებითა და ინოვაციური მიდგომებით, ჩვენს კლიენტებს ვთავაზობთ გამწვანების სრულიად ახალ მნიშვნელობას.
კომპანიას ათწლიანი გამოცდილება და არაერთი გამოწვევებით სავსე პროექტი აქვს გამწვანების სერვისების მიმართულებით. მათ შორისაა “თბილისი ჰილს გოლფ & რეზიდენსის” კომპლექსში არსებული 60 ჰექტრის ფართობისა და საერთაშორისო სტანდარტების მქონე 18-ფოსოიანი გოლფის მოედნები, რომელიც განხორციელდა საერთაშორისო ოპერატორ Modo Golf-თან ერთად. აღნიშნული პროექტი 2022 წელს კონტინენტური ევროპის 5000 გოლფის მოედნებს შორის საუკეთესო 100-ეულში დასახელდა. თავად „თბილისი ჰილსის” კომპლექსს კი მიღებული აქვს FIABCI-ს ჯილდო, როგორც ყველაზე მწვანე და ენერგოეფექტურ პროექტს, რაშიც Tbilisi Hills Landscape-ის წვლილი შეუდარებელია.
Tbilisi Hills Landscape შედის AS Skinest Group ჰოლდინგში, რომლის სათავო ოფისი მდებარეობს ესტონეთში, კერძოდ ტალინში. AS Skinest Group არის უმსხვილესი ინდუსტრიული ჯგუფი ბალტიისპირეთის ქვეყნებში, რომელიც მოიცავს 50-ზე მეტ კომპანიას 15 ქვეყანაში. AS Skinest Group-ის პროექტები საქართველოში მოიცავს გოლფის ოპერაციებს, უძრავი ქონების დეველოპერულ, სარესტორნო, კოსმეტიკურ და პარფიუმერულ, სარკინიგზო და ენერგეტიკის სექტორებს.