
ბალახის თესვა
ბალახის დათესვის სერვისი მოიცავს ყველაფერს, რაც საჭიროა თესლისგან ჯანსაღი გაზონის მისაღებად. ეს პროცესი უზრუნველყოფს ოპტიმალურ პირობებს ბალახისა და გაზონის გრძელვადიანი სიჯანსაღისთვის.
ბალახის თესვას, განსხვავებით ბალახის დაგებისგან, სჭირდება გარკვეული დრო, რათა მიიღოს იდეალური მდგომარეობა, შესაბამისად, ამ მომსახურების ფასი ბევრად დაბალ ბიუჯეტურია ვიდრე ბალახის დაგებისა.
ბალახის დათესვის სერვისი მოიცავს:
1. ნიადაგის ხარისხის შემოწმებას.
2. საჭიროების შემთხვევაში ნარჩენებისა და სარეველების მოცილებას.
3. ნიადაგის გაფხვიერებასა და გამდიდრებას.
4. საჭიროების შემთხვევაში ჰუმუსოვანი ფენის დამატებას.
5. თესლის სწორი ტიპის შერჩევას კლიმატისა და ნიადაგის პირობების გათვალისწინებით.
6. სამშენებლო ტერიტორიაზე თესლის თანაბრად განაწილებას.
7. საჭიროების შემთხვევაში ჰიდროთესვას.
8. 2 თვიან გაზონის მოვლის უფასო სერვისს ბალახის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.