რატომ ჩვენ?
Tbilisi Hills Landscape უმაღლესი ხარისხის ტექნოლოგიებით, მრავალწლიანი გამოცდილებითა და ინოვაციური მიდგომებით, მომხმარებლებს მომსახურების სრულ სერვისთან ერთად გამწვანების სრულიად ახალ მნიშვნელობას სთავაზობს, რაც გამოარჩევს მას სხვა კომპანიებისგან.
ყველაზე მასშტაბური პროექტები
განხორციელებული პროექტების ჩამონათვალში შეხვდებით ყველაზე მასშტაბურ პროექტს – 60 ჰექტარზე გადაჭიმულ ერთადერთ პროფესიონალურ 18 ფოსოიან გოლფის მოედნებს საქართველოში. ეს არის უნიკალური პროექტი, რომელიც 10 წლის განმავლობაში ინარჩუნებს პირვანდელ სახეს, შექმნილია ევროპული გამოცდილებით და სწორად მოვლის შედეგად წლების მანძილზე პოზიციონირებს ევროპის საუკეთესო გოლფის მოედნების 100-ეულში.

მრავალწლიანი გამოცდილება
10 წლიანი გამოცდილებითა და ევროპული სტანდარტებით, გავამწვანეთ და ვუვლით საქართველოში ყველაზე დიდ გამწვანებულ ზონას. გარდა ამისა, როგორც დეველოპერული კომპანია, ზუსტად ვიცით რა გჭირდებათ იმისათვის, რომ ნაკლები დანახარჯებისა და უმაღლესი ხარისხის კომბინაციით, შექმნათ ყველაზე ჯანსაღი სივრცეები. გამოცდილი გუნდი, მანქანა-დანადგარები, რომლებსაც სხვაგან ვერ შეხვდებით, გვაძლევს შესაძლებლობას, რომ მაქსიმალურად მოვერგოთ მომხმარებლების საჭიროებებს და სწორი დაგეგმარებით მივიღოთ უნიკალური შედეგი.
გამოცდილებით პრობლემების გადაჭრის გზები
პროექტში ყველაზე მნიშვნელოვანი სწორი დაგეგმარებაა, რაც ორ ასპექტად იშლება: არქიტექტურული გეგმა და წყლის სწორი რაოდენობის მოხმარება, რაც თავიდან აგვარიდებს გამწვანებული ზონის დაზიანებას, მცენარეების ხმობასა და ხარჯების გაზრდას, რაც არასწორად შესრულებული პროექტის თანმდევია. ჩვენი გუნდი, აგრონომიის უდიდესი გამოცდილებით, მაქსიმალურად მორგებულია ამ პრობლემის მოგვარებაზე და სწორი დაგეგმვით ხარჯების შემცირებაზე.
პროფესიული დაზღვევა
ჩვენი კომპანია არის ერთადერთი, რომელიც უზრუნველყოფს პროფესიულ დაზღვევას პროექტის დაწყებამდე, რაც გაძლევთ გარანტიას სამუშაო პროცესში შემავალ ნებისმიერ კომპონენტზე.
“თბილისი ჰილს ლენდსქეიფის“ შესრულებული ყველა პროექტი დაზღვეულია „თიბისი დაზღვევის“ მიერ, რაც ჩვენს მომხმარებლებს სრულ გარანტიას აძლევს.

გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა
ჩვენი მთავარი მიზანი საქართველოს მასშტაბით მეტი გამწვანების შექმნაა, ეკოლოგიური პასუხისმგებლობა და გამოცდილების გაზიარება. 10 წლის განმავლობაში გავამწვანეთ და ვუვლით ყველაზე მასშტაბურ პროექტებს. როგორც დეველოპერული კომპანია, ვინარჩუნებთ სიმწვანისა და განაშენიანების თანაფარდობას, სადაც ტერიტორიის 90% ეთმობა გამწვანებას.