კომის შეფი უნიკალური პროექტი TBILISI HILLS GOLF & RESIDENCES ეძებს მოტივირებულ კომის შეფს
Commis Chef პასუხისმგებლობები:
- შეფ დე პარტიისთვის საკვები ინგრედიენტების ზუსტად გაზომვა.
- ინგრედიენტების მომზადება, რომელიც მოიცავს ხორცის სუნელით შეკმაზვას, ასევე ბოსტნეულისა და ხილის რეცხვას, გაწმენდას და დაჭრას.
- ძირითადი სალათებისა და სოუსების მომზადება შეფ დე პარტიის მითითებით.
- შეკვეთის მიღება, პროდუქტების ვარგისიანობისა და ხარისხის აღრიცხვა.
- რესტორნის მარაგების ზედამხედველობა. მცირე და ამოწურული მარაგების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
- ყველა ვადაგასული და გაფუჭებული საკვების გადაყრა, რომელიც ინახება საწყობებში, მაცივრებსა და საყინულეებში.
- ძირითადი დასუფთავების მოვალეობების შესრულება და სამუშაო წერტილების სათანადო სანიტარული ნორმების უზრუნველყოფა.
- კერძების ვიზუალურად გამზადება და პრეზენტირება თეფშებზე, შეფ დე პარტიის ინსტრუქციის მიხედვით.
- სამზარეულოს აღჭურვილობის კონტროლი და მენეჯერების დროული ინფორმირება
- მაღალი ხარისხის კერძების მოსამზადებლად კულინარიული ცოდნის გაღრმავება
- კერძებისთვის ინგრედიენტების, სოუსებისა და სანელებლების მომზადება, აწონვა, დამუშავება.
- ხილის, ბოსტნეულისა და ხორცის დამუშავება, გარეცხვა, დაჭრა
მოთხვონები:
- გამოცდილება რესტორნის სამზარეულოში
- სურსათის ხარსხისა და უსაფრთხოების წესების საფუძვლიანი ცოდნა.
- ორგანიზაციული უნარები
- ეფექტიანი კომუნიკაციის უნარი
- სურსათის, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების წესების კარგად გააზრება
- მზაობა შაბათ-კვირასა და დასვენების დღეებში სამუშაოდ.
რას გთავაზობთ
- კონკურენტულ ხელფასს და დროულ გადახდებს
- კარიერულ ზრდასა და განვითარებას აღიარებულ ევროპელ შეფ-მზარეულთან ერთად
- შესაძლებლობას იყოთ ერთადერთი მსგავსი ტიპის პროექტის ნაწილი
- მულტიკულტურულ და მეგობრულ გარემოს
- სასიამოვნო სამუშაო გარემოს, ღია სივრცესა და სუფთა ჰაერზე.
- სამედიცინო დაზღვევას
- გოლფის უფასო შემსწავლელ კურსს
- წლიური შვებულებასა და საპენსიო დაზღვევას
- მოქნილ გრაფიკს
- ტრანსპორტირებას (საჭიროების შემთხვევაში)
გამოაგზავნე რეზიუმე მეილზე: restaurant@tbilisihills.com
გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება
მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან მოხდება დაკავშირება.
კომპანია იტოვებს უფლებას ვადაზე ადრე დაახუროს აპლიკაციების მიღება.
დაბრუნდი