Image Alt

კორპორატიული ღონისძიებები

ეძებთ ელეგანტურ ადგილს თქვენი კორპორატიული ღონისძიებისთვის? Tbilisi Hills გთავაზობთ სივრცეს სხვადასხვა ტიპის კორპორატიული ღონისძიებებისთვის, რომლიც თქვენს საჭიროებებზე იქნება მორგებული.

 

თბილისი ჰილსის სივრცეში შეგვიძლია ვუმასპინძლოთ 10-დან 700-მდე სტუმარს. უნიკალური მწვანე გარემო, რომელიც ქალაქის ცენტრიდან სულ რაღაც 15 წუთის სავალზეა.

Teambuilding აქტივობები, საღამოს წვეულებები, ბიზნეს შეხვედრები და ლანჩი, VIP ვახშამი და ფართომასშტაბიანი ღონისძიებები – თბილისი ჰილსი ის ადგილია, რომელიც მრავალფეროვან შესაძლებლობებს იძლევა.

თბილისი ჰილსის გოლფის აკადემიის მიერ დაგეგმილი აქტივობები თქვენი კორპორატიული ღონისძიების დაუვიწყარი ნაწილი იქნება. აქტივობის დასაწყისში მონაწილეები მიმოიხილავენ გოლფის ისტორიას, გაეცნობიან ძირითად წესებსა და ეტიკეტს, ასევე შესაძლებლობა ექნებათ გავიდნენ მოედანზე ჩვენს მწვრთნელთან ერთად. მონაწილეები შეძლებენ სხვადასხვა დარტყმის შესრულებას, განსხვავებული სამიზნეების არჩევას და შორი დისტანციით დარტყმაზე ვარჯიშს, ასევე ჩაერთვებიან მცირე შეჯიბრში.

ამაღელვებელი დღის შემდეგ, ჩვენს რესტორანში სასიამოვნო კულინარიული გამოცდილება გელით. გთავაზობთ სადილის, კანაპეს, გრილის, კოქტეილებისა და ღვინის სხვადასხვა მენიუს.

მეტი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით +995 599 55 62 26 ან restaurant@tbilisihills.com

Tbilisi Hills-ის რესტორანი

ელ-ფოსტა: restaurant@tbilisihills.com

ტელეფონი: +995 599 55 62 26

 

 

სამუშაო საათები:

ორშაბათი – კვირა:  09.00 – 21:00