კომის შეფი უნიკალური პროექტი TBILISI HILLS GOLF & RESIDENCES ეძებს მოტივირებულ კომის შეფს

Commis Chef პასუხისმგებლობები:

  • შეფ დე პარტიისთვის საკვები ინგრედიენტების ზუსტად გაზომვა.
  • ინგრედიენტების მომზადება, რომელიც მოიცავს  ხორცის სუნელით შეკმაზვას, ასევე ბოსტნეულისა და ხილის რეცხვას, გაწმენდას და დაჭრას.
  • ძირითადი სალათებისა და სოუსების მომზადება შეფ დე პარტიის მითითებით.
  • შეკვეთის მიღება, პროდუქტების ვარგისიანობისა და ხარისხის აღრიცხვა.
  • რესტორნის მარაგების ზედამხედველობა. მცირე და ამოწურული მარაგების შესახებ ინფორმაციის მიწოდება. 
  • ყველა ვადაგასული და გაფუჭებული საკვების გადაყრა, რომელიც ინახება საწყობებში, მაცივრებსა და საყინულეებში.
  • ძირითადი დასუფთავების მოვალეობების შესრულება და სამუშაო წერტილების სათანადო სანიტარული ნორმების უზრუნველყოფა.
  • კერძების ვიზუალურად გამზადება და პრეზენტირება თეფშებზე, შეფ დე პარტიის ინსტრუქციის მიხედვით.
  • სამზარეულოს აღჭურვილობის კონტროლი და მენეჯერების დროული ინფორმირება
  • მაღალი ხარისხის კერძების მოსამზადებლად კულინარიული ცოდნის გაღრმავება
  • კერძებისთვის  ინგრედიენტების, სოუსებისა და სანელებლების მომზადება, აწონვა, დამუშავება.
  • ხილის, ბოსტნეულისა და ხორცის დამუშავება, გარეცხვა, დაჭრა

მოთხვონები:

  • გამოცდილება რესტორნის სამზარეულოში
  • სურსათის ხარსხისა და უსაფრთხოების წესების საფუძვლიანი ცოდნა.
  • ორგანიზაციული უნარები
  • ეფექტიანი კომუნიკაციის უნარი
  • სურსათის, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების წესების კარგად გააზრება
  • მზაობა შაბათ-კვირასა და დასვენების დღეებში სამუშაოდ.

რას გთავაზობთ

  • კონკურენტულ ხელფასს და დროულ გადახდებს
  • კარიერულ ზრდასა და განვითარებას აღიარებულ ევროპელ შეფ-მზარეულთან ერთად
  • შესაძლებლობას იყოთ ერთადერთი მსგავსი ტიპის პროექტის ნაწილი
  • მულტიკულტურულ და მეგობრულ გარემოს
  • სასიამოვნო სამუშაო გარემოს, ღია სივრცესა და სუფთა ჰაერზე. 
  • სამედიცინო დაზღვევას
  • გოლფის უფასო შემსწავლელ კურსს
  • წლიური შვებულებასა და საპენსიო დაზღვევას
  • მოქნილ გრაფიკს
  • ტრანსპორტირებას (საჭიროების შემთხვევაში) 

გამოაგზავნე რეზიუმე მეილზე: restaurant@tbilisihills.com
გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება

მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან მოხდება დაკავშირება.
კომპანია იტოვებს უფლებას ვადაზე ადრე დაახუროს აპლიკაციების მიღება. 

Tbilisi Hills-ის რესტორანი

ელ-ფოსტა: restaurant@tbilisihills.com

ტელეფონი: +995 599 55 62 26

 

 

სამუშაო საათები:

ორშაბათი – კვირა:  09.00 – 21:00