Tbilisi Hills-ის გოლფის მოედანი
Tbilisi Hills-ის გოლფის მოედანი კავკასიის მთების ძირში, ძველი თბილისიდან 15 წუთის სავალ მანძილზე მდებარეობს.
ლასსი პეკკა ტილანდერის (Lassi Pekka Tilander’s) დიზაინის ფილოსოფიის ქვაკუთხედი ახლის შექმნა და ამავდროულად, კლასიკური გოლფის დიზაინის ტრადიციების შენარჩუნება და პატივისცემაა; საუკეთესო შემთხვევაში, ეს მოედნისა და მიმდებარე გარემოს ჰარმონიული შერწყმა გახლავთ.
Tbilisi Hills-ის გოლფის მოედნის შესანიშნავი არქიტექტურა ყველა ვიზიტორისთვის სასიამოვნო სანახავია. Tbilisi Hills-ის გოლფის მოედანი ევროპის გოლფის მოედნების TOP ასეულშია შეტანილი.
ჩვენი სავარჯიშო არეალი (driving range) ღია და დახურულ Tee Box -ებს მოიცავს. ჩვენი მოედნის სიმწვანე 560 კვ.მ.-დე ვრცელდება. ორი დამატებითი ბუნკერი გოლფერებს საშუალებას აძლევს მოკლე დარტმების შესრულებაში ივარჯიშონ.
Clubhouse-ის შენობაში თქვენ შეგიძლიათ გასახდელებით ისარგებლოთ, ესტუმროთ ბარს და რესტორანს. ჩვენი გოლფის რეცეფცია პროშოპით Clubhouse– ის გვერდით მდებარეობს.