კურსი "Green Card" Powered by Visa

კურსი „Green Card“ – გოლფის შემსწავლელი პროგრამა დამწყებთათვის, რომელიც საშუალებას აძლევს ახალბედებს მხოლოდ სამ დღეში აიღონ ხელში გოლფის ჯოხი, გაეცნონ წესებსა და ეტიკეტს და შეიქმნან წარმოდგენა თამაშის შესახებ.

კურსი „Green Card“ გრძელდება სამი დღე – პარასკევი (16.00-19.00), შაბათი (10.00-13.00) და კვირა (14.00-18.00). პირველი ორი დღე დაეთმობა თამაშის მიმოხილვას და დარტყმის რამდენიმე ტექნიკას, ბოლო დღეს კი ლაპარაკი იქნება – წესებსა და თამაშის ტექნიკაზე მოედანზე. დიახ, მონაწილეები გოლფის პირველ მოკლე რაუნდის თამაშს უკვე მესამე დღეს შეძლებენ! კურსის დამთავრების შემდეგ, ახალი მოთამაშეები მწვანე ბარათის სერტიფიკატებს მიიღებენ.
კურსები ტარდება PGA-ს კვალიფიცირებული პროფესიონალის მიერ ყოველ შაბათ-კვირას მარტიდან ოქტომბრის ბოლომდე.

გოლფის მწვანე ბარათის კურსის დასრულების შემდეგ თქვენ გეძლევათ შესანიშნავი შესაძლებლობა ჩვენი კლუბის 60/90* დღიანი წევრობის. დამწყები გოლფერები 2 თვის განმავლობაში მიიღებენ საცდელ წევრობას რომელიც მოიცავს:

· უფასო გოლფი (პირველი ცხრა ფოსო);
· 5 ჯგუფური გაკვეთილი;
· უფასო გაქირავების კომპლექტი;
· უფასო სავარჯიშო ბურთები (20 ბურთი დღეში);
· უფასო ურიკა.

სასურველია, ახალი მოთამაშეები დაესწრნონ ხუთივე ჯგუფურ გაკვეთილს 60-დღიან პერიოდში. ყოველ კვირას ტარდება ხუთი გაკვეთილი, რომელზეც შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ:

· სამშაბათობით 18.00-19.00
· ხუთშაბათობით 18.00-19.00/19.00-20.00**
· შაბათობით 16.00-17.00
· შაბათობით 17.00-19.00 (სათამაშო გაკვეთილ)

** სეზონურად – მარტი, აპრილი, ოქტომბერი, ნოემბერი 18:00 საათიდან; მაისი, ივნისი, ივლისი, აგვისტო, სექტემბერი 19:00 – 20:00

გთხოვთ, გაკვეთილებზე რეგისტრაციისთვის დაუკავშირდეთ ჩვენს ProShop-ს – golf@tbilisihills.com ან +995 591 040447

„მწვანე ბარათის“ კურსი 60-დღიანი საცდელი წევრობით ხელმისაწვდომია ახალი მოთამაშეებისთვის მხოლოდ ერთხელ.

„მწვანე ბარათის“ კურსის ფასი საცდელ წევრობასთან ერთად შეადგენს 550 ლარს.

Visa -ს ბარათის მფლობელები ისარგებლბენ -20% ფასდაკლებითა და გოლფის კლუბის წევრობის დამატებითი 30 დღით.

კურსზე ჩაწერა: