იდეალური ადგილი თქვენი ღონისძიებისათვის!

თბილისი ჰილსი სულ რაღაც 15 წუთის სავალზეა ქალაქის ცენტრიდან, განთავსებულია შავნაბადას მონასტერის მომდებარე ტერიტორიაზე. სიმწვანე, პანორამული ხედები დედაქალაქზე და გარშემორტყმული მთები, თბილისი ჰილსს ხდის უნიკალურ ადგილს კორპორატიული წვეულებებისათვის. შეგვიძლია ვუმასპინძლოთ 700-მდე ადამიანს ჩვენს ტერიტორიაზე. გვაქვს გამოცდილება სხვადასხვა ღონისძიებების ჩატარებაში, VIP ვახშმების გამართვასა და პრეზენტაციების მოწყობაში.

გთავაზობთ გოლფის დამწყებ გაკვეთილს 200-მდე ადამიანისათვის, რაზეც მეტი ინფორმაცია შეგიძლიათ აქ ნახოთ.

ჩვენი ევროპული სტილის რესტორანი კი გაგიმასპინძლდებათ მრავალფეროვანი მენუთი, იქნება ეს კანაპე თუ ელეგანტური სადილი.

გოლფისა და კვების კორპორატიული პაკეტების ფასი იწყება 75 ლარიდან ადამიანზე.

დააკლიკეთ აქ პრეზენტაციის სანახავად.

მეტი ინფორმაციისა და დახმარებისათვის მიმართეთ ჩვენი: golf@tbilisihills.com, +995 591 040 447