გოლფის შესავალი გაკვეთილი ჯგუფებისათვის
გოლფის შესავალი გაკვეთილი წარმოადგენს 1 ან 2 საათიან გოლფის მასტერკლასს მეგობრების, კოლეგების ან ბიზნესპარტნიორების ჯგუფებისათვის, რომელსაც PGA კვალიფიცირებული გოლფის მწვრთნელი უძღვება. მასტერკლასზე მონაწილეები გაეცნობიან ინფორმაციას გოლფის ისტორიის, ძირითადი წესებისა და ეტიკეტის შესახებ. შესავალი გაკვეთილის ბოლოს მონაწილეებს ექნებათ პატარა შეჯიბრი პატინგ-გრინზე, სადაც შეძლებენ საკუთარი უნარების შემოწმებას.
გოლფის მასტერკლასის ჩატარება შესაძლებელია 10-200 მონაწილისთვის.
1 საათიანი მასტერკლასი – 40 ლარი ერთ პერსონაზე (სრული ჯგუფური შენატანი – მინიმუმ 400 ლარი)
2 საათიანი მასტერკლასი – 70 ლარი ერთ პერსონაზე (სრული ჯგუფური შენატანი –მინიმუმ 700 ლარი)
დასაჯავშნად ან დამატებითი ინფორმაციისა და რესტორნის სერვისის ჯავშნისათვის, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ: golf@tbilisihills.com, +995 591 040 447