თბილისი ჰილს გოლფი & რესტორანი ONO at Hills
ONO at Hills-ისა და გოლფის როგორც აქტივობის გაერთიანება, უნიკალურ გამოცდილებას ქმნის ნებისმიერი ადამიანისთვის, ვისაც სურს განსხვავებული:
· კორპორატიული ღონისძიება
· თიმ-ბილდინგი
· ქორწილი
· დაბადების დღე
· და სხვა.
პრემიუმ ხარისხის მომსახურება, იდეალური ატმოსფერო და გოლფი, პანორამული ხედების ფონზე, ყოველ ღონისძიებას განსაკუთრებულს ხდის.
თბილისი ჰილს გოლფის მიერ დაგეგმილი აქტივობები ღონისძიებების დაუვიწყარი ნაწილია.
აქტივობის დასაწყისში მონაწილეები მიმოიხილავენ გოლფის ისტორიას, გაეცნობიან ძირითად წესებსა და ეტიკეტს, ასევე შესაძლებლობა ექნებათ გავიდნენ მოედანზე ჩვენს მწვრთნელთან ერთად. მონაწილეები შეძლებენ სხვადასხვა დარტყმის შესრულებას, გასხვავებული სამიზნეების არჩევას და შორი დისტანციით დარტყმაზე ვარჯიშს, ასევე ჩაერთონ მცირე შეჯიბრში.
გვეწვიეთ თბილისი ჰილსში, ქალაქის ცენტრიდან სულ რაღაც 15 წუთის სავალზე, ისიამოვნეთ გამორჩეული ევროპული სამზარეულოთი და დატკბით დაუვიწყარი პანორამული ხედებით.
მონაწილეობის მიღება შეუძლია 10-დან 200-მდე თანამშრომელს, ხოლო ხანგრძლივობა სურვილისამებრ არის 1 ან 2 საათი.
კორპორატიული ღონისძიების ფასი იწყება 80 ლარიდან, თუმცა მენიუ და ხანგრძლივობა იცვლება ინდივიდუალი მოთხოვნისამებრ.
დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ დაგვიკავშირდეთ:
რესტორანი ONO at Hills: +995 599 556 226
onoathillsrestaurant@tbilisihills.com
სალომე შეროზია: +995 598 499 003
salome.sherozia@tbilisihills.com