ჩაცმის წესები

როგორც ქვემოთაა აღნიშნული, გოლფის მოთამაშეებს სჭირდებათ შესაბამისი სამოსი. თბილისი ჰილს გოლფ კლუბი იტოვებს უფლებას უარი უთხრას სათამაშოდ მისულ სტუმარს, თუ ის შესაბამისად არ გამოიყურება.

მამაკაცები
დასაშვებია : შარვალი ან შორტი, მაღალყელიანი და პოლო მაისურები, პერანგები საყელოთი, მოკლე ან გრძელი წინდები დასაშვებია შორტებთან.

მნიშვნელოვანია
სპორტული შარვალი, ჯინსი, სპორტული კოსტუმი, და სპორტული მაისურები, საზღვაო ტანსაცმელი და სავარჯიშო სპორტისთვის განკუთვნილი ტანსაცმელი მიუღებელია გოლფის მოედანზე.

ქალბატონები
დასაშვებია : შარვალი, შორტები ან სპეციალური გოლფის ქვედაბოლო, პოლო მაისურები და ბლუზები საყელოთი.

მნიშვნელოვანია
დაუშვებელია მოკლე ტოპები, მაისურები, ლურჯი ჯინსები, მოკლე შორტები ან მინი ქვედაბოლოები, საზღვაო და აქტიური სპორტისთვის განკუთვნილი ტანსაცმელი.

ფეხსაცმელი
დასაშვებია: რბილშიპებიანი გოლფის ფეხსაცმელი ან ბრტყელძირიანი სპორტული ფეხსაცმელი. დაუშვებელია : ფეხსაცმელი ლითონის შიპებით ან სანდლები (გოლფის სანდლების ჩათვლით).