გოლფის გაკვეთილები ბავშვებისათვის

“თბილისი ჰილს გოლფი” იწვევს ბავშვებს გოლფის თეორიისა და პრაქტიკების შესასწავლად! ჩვენი კვალიფიციური პროფესიონალი ტრენერები გაკვეთილებს ატარებს 7 წლიდან ზევით ასაკის ბავშვებისთვის, ხოლო ყველა საჭირო გოლფის აღჭურვილობა ადგილზე დაგხვდებათ.

ყოველკვირეული ჯგუფური გაკვეთილები

ვიწვევთ ბავშვებს “თბილისი ჰილსში” ჩვენს გოლფის შემსწავლელ პროგრამაზე.

ორი ასაკობრივი ჯგუფი:
7-12 წელი
13-18 წელი

თვეში რვა გაკვეთილი ჩატარდება მარტში, აპრილში, მაისში, ივნისში, ივლისში, სექტემბერსა და ოქტომბერში.

ყოველთვიური განრიგი:
7-12 წელი – ოთხშაბათი 17:00-18:30, კვირა 15:00-16:30
13-18 წელი – ოთხშაბათი 18:30-20:00, კვირა 16:30-18:00

ერთ თვიანი პროგრამის ღირებულება: 300 ლარი
TBC Concept-ის მომხმარებლებისთვის მოქმედებს 25% ფასდაკლება.

გაკვეთილებს უძღვებიან Tbilisi Hills-ის პროფესიონალი მწვრთნელები:
სტივენ ფრაგა – ოთხშაბათობით, ხოლო კირილ სლატინსკი (PGA) – კვირაობით. გაკვეთილები ტარდება ინგლისურ ენაზე.

რეგისტრაციისათვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ გოლფის მიმღებს:
golf@tbilisihills.com, +995 591 040 447

სასკოლო პროექტი

“თბილისი ჰილს გოლფი” იწვევს სკოლის კლასებს გოლფის მოედანზე, რათა ბავშვებმა ჩვენს  პროფესიონალ მწვრთნელთან ერთად, ინტერაქციული და სახალისო გაკვეთილებით აღმოაჩინონ გოლფი.

ორსაათიანი გარე აქტივობა მოიცავს კურსის მიმოხილვას, შორ მანძილზე სროლას და მათ შორის თამაშის პატარა პრაქტიკებსაც.

გაკვეთილის საფასური სრულად იფარება სპონსორებისა და გოლფის კლუბის მიერ. გაკვეთილები ტარდება აპრილიდან ნოემბრის ბოლომდე.

გოლფის მასტერკლასის გაკვეთილის დასაჯავშნად გთხოვთ დაუკავშირდეთ ჩვენი გოლფის ოპერაციების მენეჯერს თამარ ჯერვისს – Tamar.Gervais@tbilisihills.com, +995 551 850 009

გაკვეთილების დაჯავშნა შესაძლებელია შემდეგ დროებზე:
სამშაბათიდან ხუთშაბათამდე – 10:00–17:00
პარასკევი – 10:00–16:00

კურსზე ჩაწერა: