მოედანი და დაქანების კოეფიციენტი
ამჟამად, Tbilisi Hills-ის გოლფის რეზორტი საქართველოში ერთადერთ მოედანს წარმოადგენს, რომელიც ოფიციალურად იქნა აღიარებული აშშ-ს გოლფის ასოციაციის (USGA) სტანდარტებით და დამტკიცებული ევროპის გოლფის ასოციაციის (EGA) მიერ.
ეს საშუალებას აძლევს ჩვენი კლუბის წევრებს შეჯიბრებებში ჰანდიკაპით ისარგებლონ.მოხარულნი ვართ გავუზიაროთ სტუმრებს ჩვენი მოედნების დაქანების კოეფიციენტი (Slope Rating) და სხვადასხვა TEE-ები სირთულეების მიხედვით.
მწვანე TEE
მოცემული Tee Box-ი, რომელიც შექმნილია დამწყებთათვის და ყველა ასაკის მოთამაშისთვის. Tee Box -ი იდეალურია თქვენი პირველი სტუმრობისას გოლფის მოედანზე. ამ Tee Box -დან გოლფის მოედნის სიგრძე მნიშვნელოვნად ამარტივებს თქვენს დავალებას, რაც გოლფის ახალბედა მოთამაშისთვის დიდი გამოცდილებაა!
მამაკაცები: 4575 მეტრი, Par 69, CR: 65.5, Slope : 116
ქალები: 4575 მეტრი, Par 71, CR: 70.3, Slope : 128
თეთრი TEE
ჩვენი თეთრი TEE ქალბატონებისათვის განკუთვნილ სტანდარტულ TEE-ს წარმოადგენს, თუმცა, იგი ხელსაყრელია უფრო მაღალი ჰანდიკაპის მამაკაცი მოთამაშეებისათვისაც, რომლებიც კარგ შედეგზე არიან ორიენტირებულნი, 18 ფოსოიანი მოედნის დასრულებისას.
მამაკაცები: 5188 მეტრი, Par 71, CR: 69.0, Slope: 126
ქალები: 5188 მეტრი, Par 72, CR: 74.2, Slope: 136
ვერცხლის TEE
ჩვენი ვერცხლის TEE მამაკაცებისათვის განკუთვნილ სტანდარტულ TEE BOX -ს წარმოადგენს, ხოლო BACK TEE განკუთვნილია ქალბატონებისათვის, რომელთა ჰანდიკეპი არის 18 და მეტი. ამ TEE -დან თამაშისას მოედანი საკმაოდ ვიწროვდება და ხდება უფრო რთული სათამაშო.
მამაკაცები: 5734 მეტრი, Par 72, CR: 71.8, Slope: 133
ქალები: 5734 მეტრი, Par 72, CR: 77.7, Slope: 142
ოქროს TEE
ოქროს TEE არის BACK TEE (საჩემპიონო TEE), აღნიშნული წარმოდგენილია ერთნიშნა ჰანდიკაპის მქონე მოთამაშისთვის. ეს არის ნამდვილი გამოწვევა და ამ დონის თამაშში წარმატების მისაღწევად, მოგიწევთ რომ შესანიშნავ ფორმაში იყოთ. ჩვენი კლუბის წევრები და სტუმრები ამ TEE BOX -დან მიიღებენ გოლფის მოედანზე საერთაშორისო ჩემპიონატის სადარი შეჯიბრის გამოცდილებას!
მამაკაცები: 6223 მეტრი, Par 72, CR: 73.9, დაქანება: 139
მოედანი 2018 წლის 3 ივნისს შეფასებული იქნა გერმანიის გოლფის ასოციაციის (DGV) მიერ.
მოედნის შემფასებლები:
ბატონი მალკოლმ გურდ (Malcolm Gourd) – აშშ-ის მოედნების შეფასების კომიტეტის წევრი
ქალბატონი საბინ ვიედერერ (Sabine Wiederer) – DGV მოედნის შემფასებელი