იცხოვრე სრულყოფილებაში
“თბილისი ჰილსი” ახალი, უნიკალური და სრულიად განსხვავებული კონცეფციაა ქართულ უძრავი ქონების ბაზარზე.
კომპლექსი აერთიანებს პირველ და ერთადერთ პროფესიონალურ გოლფის მოედანს საქართველოში და ევროპული სტანდარტის, მრავალფეროვან საცხოვრებელ კომპლექსს, თბილისის ცენტრთან ახლოს.
პროექტზე მუშაობდა არქიტექტორთა საერთაშორისო ჯგუფი, რომლებიც ევროპის ქვეყნებში არაერთი თანამედროვე და გამორჩეული რეზიდენციების ავტორები არიან.
დაპროექტების პროცესში გათვალისწინებულია ადგილობრივი ეკოსისტემისა და რელიეფის თავისებურებები; მშენებლობისას კი, გამოყენებულია მხოლოდ უმაღლესი ხარისხის მასალა.
“თბილისი ჰილსმა” ქალაქის ცენტრთან უნიკალური, თანამედროვე და უმაღლესი კლასის საცხოვრებელი გარემო შექმნა შუაგულ ბუნებაში, რაც ჩვენი მაცხოვრებლების სრულყოფილი, ჯანსაღი და ბედნიერი ცხოვრების საწინდარია!
მისია
“თბილისი ჰილსი“ საქართველოში პრემიუმ ხარისხის საცხოვრებელი კომპლექსია, რომელიც ჰარმონიულად აერთიანებს მაცხოვრებლების კომფორტსა და ბუნებას. ჩვენი მიზანია, შევქმნათ „ქალაქი ქალაქში“, რომელიც უძრავი ქონების ბაზარზე აწესებს ახალ სტანდარტებს და თითოეულ მაცხოვრებელსა თუ სტუმარს სთავაზობს კეთილმოწყობილ, ეკოლოგიურად ჯანსაღ სივრცეს. ჩვენ ვისწრაფვით, რომ ბაზარზე ვიყოთ მოწინავე პოზიციებზე, აღიარებული ჩვენი ინოვაციური დიზაინით, მაღალი ხარისხის სამშენებლო მასალებითა და გარემოს დაცვისადმი ერთგულებით. ზრდასთან ერთად, კომპლექსში ვაგრძელებთ ისეთი სიახლეების შეთავაზებას, როგორიცაა სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი, ქლაბჰაუსი, კომერციული სივრცეები, საგანმანათლებლო დაწესებულებები და სხვა, იმისათვის, რომ ჩვენი მაცხოვრებლებისათვის შევქმნათ ახალი ღირებულებები და საცხოვრებელი სივრცე გავხადოთ უფრო მიმზიდველი. ჩვენ ვქმნით სივრცეს სოციალური და გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობით, სრულყოფილი მომავლის შთაგონებით, სადაც ფუფუნება და მდგრადობა თანაარსებობს. მაღალი ხარისხისა და ინოვაციებისადმი სწრაფვა კი მუდმივი განვითარებისკენ, ახალი მიზნების დასახვისა და ჩვენი მომხმარებლების ცხოვრების გაუმჯობესებისკენ გვიბიძგებს.
„თბილისი ჰილს გოლფი“, რომელიც ერთადერთ პროფესიონალურ, 18 ფოსოიან გოლფის მოედანს წარმოადგენს საქართველოში, აერთიანებს როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოელ გოლფერებს და ჩვენი მისიაა, გავზარდოთ გოლფის პოპულარიზაცია საქართველოს მასშტაბით, რისთვისაც ყოველწლიურად იზრდება ტურნამენტებისა და იმ ღონისძიებების რაოდენობა, რომლებშიც აქტიურად ვაინტეგრირებთ გოლფს როგორც აქტივობას.
„თბილისი ჰილსის“ ერთ-ერთ მთავარ ღირებულებას მისი რეზიტენტები წარმოადგენენ, რომელთა კავშირების გამყარებაზეც მუდმივად ზრუნავს კომპანია საერთო ღონისძიებებით, ხოლო სივრცის განვითარებითა და ეკოსისტემაზე ზრუნვით, მათთვის ქმნის ქალაქში ცხოვრების ახალ მნიშვნელობას.
Tbilisi Hills Golf & Residences - პროექტის ინვესტორი

„თბილისი ჰილსი“ ევროპული ოჯახის ნაწილია და მუდმივად ღიაა გაბედული ნაბიჯებისა და ახალი იდეებისთვის. პროექტი ძალიან კომპლექსური, საინტერესო და ამბიციურია. ეს არის ბუნებისა და არქიტექტურის ჰარმონიული ბალანსი. პროექტის საერთო ღირებულება 300 მილიონ ევროს შეადგენს, ხოლო გოლფის მოედნის ინფრასტრუქტურისა და კომუნიკაციის კეთილმოწყობისთვის 70 მილიონი ევროს ინვესტიცია განხორციელდა. ჩვენი გუნდის გამოცდილება, მიდგომები და დეტალებზე ორიენტირებულობა საშუალებას მაძლევს თამამად განვაცხადო, რომ „თბილისი ჰილსი“ სრულად შეესაბამება უმაღლეს, ევროპულ სტანდარტებს და აერთიანებს ყველაფერს ჰარმონიული, კომფორტული და უსაფრთხო ცხოვრებისათვის. ეს არის შესანიშნავი პროექტი ინვესტირების, ცხოვრებისა და დასვენებისათვის.
ოლეგ ოსინოვსკი, სს „Skinest Group“-ის ხელმძღვანელი და დამფუძნებელი, „თბილისი ჰილს გოლფ ენდ რეზიდენს“-ის მთავარი ინვესტორი.

«მოხარული ვარ, მოგესალმოთ „Tbilisi Hills Golf & Residences“-ში. სულ ახლახანს საქართველო გახდა ევროპული ოჯახის ნაწილი და გახსნა კარი ახალი იდეებისა და გაბედული ნაბიჯებისთვის. „Tbilisi Hills“–ი ძალიან ამბიციური, კომპლექსური და საინტერესო პროექტია. ეს საქართველოს ბუნებისა და თამამი არქიტექტურული გადაწყვეტილებების ჰარმონიული ერთიანობაა. პროექტის საერთო ღირებულება 1 მილიარდ ევროს შეადგენს; ხოლო გოლფის მოედნის ინფრასტრუქტურისა და კომუნიკაციის კეთილმოწყობისთვის 33 მილიონი ევროს ინვესტიცია უკვე განხორციელდა. ჩვენი საერთაშორისო გუნდის სიღრმისეული მიდგომა და დეტალებზე ორიენტაცია საშუალებას მაძლევს თამამად განვაცხადო, რომ „Tbilisi Hills“-ი შეესაბამება უმაღლეს, ევროპულ სტანდარტებს და მოიაზრებს ყველაფერს ჰარმონიული, კომფორტული და უსაფრთხო ცხოვრებისათვის. ეს არის შესანიშნავი პროექტი ინვესტირების, ცხოვრებისა და დასვენებისათვის.
ოლეგ ოსინოვსკი, სს „Skinest Group“-ის ხელმძღვანელი და დამფუძნებელი, „Tbilisi Hills Golf & Residences“-ის მთავარი ინვესტორი.