დაწყვილებული სახლები

დაწყვილებული სახლები იდეალური არჩევანია მათთვის, ვინც ეძებს გამორჩეული დიზაინისა და დიდი ზომის სახლს, მთელი ოჯახისათვის. დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ეკოლოგიურად ჯანსაღ გარემოს და ზრუნავს საკუთარი და გარშემო მყოფი ადამიანების მშვიდ და ბედნიერ ცხოვრებაზე.

„თბილისი ჰილსის” დაწყვილებული სახლების დიზაინის პროექტი ქართული არქიტექტურული კომპანიის IM Architecture-ის მიერ არის შექმნილი. შუშის ფასადი სახლებს უნიკალურ იერს სძენს, რადგან ქრება საზღვარი ინტერიერსა და ექსტერიერს შორის, რაც აჩენს სიმშვიდისა და მეტი თავისუფლების განცდას მაცხოვრებლებში.

სახლი აღჭურვილია ყველა საჭიროებით: ელექტროენერგია, გაზი, სასმელი და სარწყავი წყალი, საკანალიზაციო სისტემა და ოპტიკური ინტერნეტი.

კომპლექსის ტერიტორიაზე განთავსებულია უნიკალური და საქართველოში ერთადერთი 18 ფოსოიანი გოლფის მოედანი, რომელიც აჩენს ახალ სოციალურ სივრცეს მაცხოვრებლებისთვის. კომპლექსში ასევე შეხვდებით რესტორანს უმაღლესი ხარისხის კერძებითა და სასმელებით.

“თბილისი ჰილსში” ცხოვრება ნიშნავს კომფორტს, წარმატებასა და შეუზღუდავ შესაძლებლობებს თქვენთვის და თქვენი ოჯახისათვის.

სახლის ნომერი 3

სახლის ნომერი 4

სახლის ნომერი 5

სახლის ნომერი 6