აპარტამენტები

“თბილისი ჰილსის” აპარტამენტები განკუთვნილია მათთვის, ვისთვისაც მნიშვნელოვანია უნიკალური საცხოვრებელი გარემო გასაოცარი ხედები თბილისსა შავნაბადაზ და დაე

ბუნებრივი გამწვანება, ეკოლოგიურად სუფთა სივრცე, დაუვიწყარი ხედები თბილისსა და შავნაბადას მონასტერზე, ეზოში მოწყობილი ბავშვთა გასართობი კუთხე, 24/7 უსაფრთხოების კამერები, გოლფის 18 ფოსოიანი მოედანი და რესტორანი.

კომპლექსის გარემო ყოველდღიურად უმჯობესდება და ემატება სპეციალურად მაცხოვრებლებისთვის შექმნილი ახალი გასართობი თუ მოსასვენებელი სივრცეები, რის გამოც “თბილისი ჰილსის” აპარტამენტები მომავლისათვის იდეალური ინვესტიციაა.

აპარტამენტის თავისუფალი შიდა დაგეგმარება საშუალებას იძლევა  სურვილისამებრ შეცვალოთ მისი კონფიგურაცია. თითოეული შენობა აღჭურვილია ლიფტით, რომელიც მოძრაობს სარდაფიდან ბოლო სართულამდე და ადაპტირებულია შშმ პირებისათვის.

პირადი სივრცისა და მეტი სიმშვიდის შესაქმნელად “თბილისი ჰილსი” ხელმძღვანელობს ევროპული სტანდარტით და ხმაურის გამტარიანობის დონის შესამცირებლად შიდა კედლების სისქე 200 მმ-ია.

კომპლექსი ორიენტირებულია მაცხოვრებლების კომფორტულ და მშვიდ ცხოვრებაზე, რომელიც თავისუფალია წვრილმანი პრობლემებისა და დაბრკოლებებისგან.