იცხოვრე სრულყოფილებაში

“თბილისი ჰილსი” ახალი, უნიკალური და სრულიად განსხვავებული კონცეფციაა ქართულ უძრავი ქონების ბაზარზე.

კომპლექსი აერთიანებს პირველ და ერთადერთ პროფესიონალურ გოლფის მოედანს საქართველოში და ევროპული სტანდარტის, მრავალფეროვან საცხოვრებელ კომპლექსს, თბილისის ცენტრთან ახლოს.

პროექტზე მუშაობდა არქიტექტორთა საერთაშორისო ჯგუფი, რომლებიც ევროპის ქვეყნებში არაერთი თანამედროვე და გამორჩეული რეზიდენციების ავტორები არიან.

დაპროექტების პროცესში გათვალისწინებულია ადგილობრივი ეკოსისტემისა და რელიეფის თავისებურებები; მშენებლობისას კი, გამოყენებულია მხოლოდ უმაღლესი ხარისხის მასალა.

“თბილისი ჰილსმა” ქალაქის ცენტრთან უნიკალური, თანამედროვე და უმაღლესი კლასის საცხოვრებელი გარემო შექმნა შუაგულ ბუნებაში, რაც ჩვენი მაცხოვრებლების სრულყოფილი, ჯანსაღი და ბედნიერი ცხოვრების საწინდარია!

Tbilisi Hills Golf & Residences - პროექტის ინვესტორი

«მოხარული ვარ, მოგესალმოთ „Tbilisi Hills Golf & Residences“-ში. სულ ახლახანს საქართველო გახდა ევროპული ოჯახის ნაწილი და გახსნა კარი ახალი იდეებისა და გაბედული ნაბიჯებისთვის. „Tbilisi Hills“–ი ძალიან ამბიციური, კომპლექსური და საინტერესო პროექტია. ეს საქართველოს ბუნებისა და თამამი არქიტექტურული გადაწყვეტილებების ჰარმონიული ერთიანობაა. პროექტის საერთო ღირებულება 300 მილიონი ევროს შეადგენს; ხოლო გოლფის მოედნის ინფრასტრუქტურისა და კომუნიკაციის კეთილმოწყობისთვის 70 მილიონი ევროს ინვესტიცია უკვე განხორციელდა. ჩვენი საერთაშორისო გუნდის სიღრმისეული მიდგომა და დეტალებზე ორიენტაცია საშუალებას მაძლევს თამამად განვაცხადო, რომ „Tbilisi Hills“-ი შეესაბამება უმაღლეს, ევროპულ სტანდარტებს და მოიაზრებს ყველაფერს ჰარმონიული, კომფორტული და უსაფრთხო ცხოვრებისათვის. ეს არის შესანიშნავი პროექტი ინვესტირების, ცხოვრებისა და დასვენებისათვის.

ოლეგ ოსინოვსკი, სს „Skinest Group“-ის ხელმძღვანელი და დამფუძნებელი, „Tbilisi Hills Golf & Residences“-ის მთავარი ინვესტორი.

«მოხარული ვარ, მოგესალმოთ „Tbilisi Hills Golf & Residences“-ში. სულ ახლახანს საქართველო გახდა ევროპული ოჯახის ნაწილი და გახსნა კარი ახალი იდეებისა და გაბედული ნაბიჯებისთვის. „Tbilisi Hills“–ი ძალიან ამბიციური, კომპლექსური და საინტერესო პროექტია. ეს საქართველოს ბუნებისა და თამამი არქიტექტურული გადაწყვეტილებების ჰარმონიული ერთიანობაა. პროექტის საერთო ღირებულება 1 მილიარდ ევროს შეადგენს; ხოლო გოლფის მოედნის ინფრასტრუქტურისა და კომუნიკაციის კეთილმოწყობისთვის 33 მილიონი ევროს ინვესტიცია უკვე განხორციელდა. ჩვენი საერთაშორისო გუნდის სიღრმისეული მიდგომა და დეტალებზე ორიენტაცია საშუალებას მაძლევს თამამად განვაცხადო, რომ „Tbilisi Hills“-ი შეესაბამება უმაღლეს, ევროპულ სტანდარტებს და მოიაზრებს ყველაფერს ჰარმონიული, კომფორტული და უსაფრთხო ცხოვრებისათვის. ეს არის შესანიშნავი პროექტი ინვესტირების, ცხოვრებისა და დასვენებისათვის.

ოლეგ ოსინოვსკი, სს „Skinest Group“-ის ხელმძღვანელი და დამფუძნებელი, „Tbilisi Hills Golf & Residences“-ის მთავარი ინვესტორი.