უნიკალური პროექტი Tbilisi Hills Golf & Residences ეძებს გამოცდილ „ინფრასტრუქტურის მშენებლობის ზედამხედველს”.

ადგილმდებარეობა: კრწანისის რაიონი, თბილისი, საქართველო

ჩვენს შესახებ:

ჩვენი გუნდი ავითარებს უნიკალური უძრავი ქონების პროექტს თბილისში, რომელსაც არ აქვს ანალოგი კავკასიის რეგიონში. პროექტი მოიცავს 331 ჰექტარ მიწას, რომელსაც აქვს პოტენციალი უმასპინძლოს 10,000 მცხოვრებს, პროექტი მოიცავს ექსკლუზიურ მიწის ნაკვეთებს და პრემიუმ კლასის ბინებს საოცარი ხედებით, 18-ფოსოიანი ევროპის Top100 გოლფის მოედანსა და რესტორანს. კომპლექსი მოიცავს ფართო სპექტრის დასვენებისა და გართობის ობიექტებს, 5-ვარსკვლავიან ბრენდულ სასტუმროსა და სპორტის & ველნეს კლუბს.

Tbilisi Hills მუდმივად ვითარდება და არის FIABCI-Georgia National Prix d’Excellence Awards 2022-ის GOLD გამარჯვებული “ენერგოეფექტური და მწვანე პროექტების” კატეგორიაში. ჩვენ ვართ ამბიციური და ერთგული გუნდი და ჩვენი საბოლოო მიზანია, რომ შევქმნათ ყველაზე მწვანე და სასურველი საცხოვრებელი ადგილი თბილისში (https://tbilisihills.com).

პოზიციის პროფილი:

სამშენებლო საქმიანობის ზრდის გამო, ჩვენ ვეძებთ გამოცდილ პროფესიონალ ინფრასტრუქტურის სამშენებლო ზედამხედველს, რომელიც ზედამხედველობას გაუწევს Tbilisi Hills-ის მიწისქვეშა კომუნიკაციებისა და გზების მშენებლობას.

ინფრასტრუქტურის სამშენებლო ზედამხედველი ჩართული იქნება კონტრაქტორებისა და სხვა თანამშრომლების მუდმივ ზედამხედველობაში ადგილზე და გააკონტროლებს მშენებლობის საქმიანობას, რომელიც მიმდინარეობს ობიექტებზე.

პროფესიონალური მიდგომა, პასუხისმგებლობა, ხასიათის სიმტკიცე და გუნდური მუშაობა არის ძირითადი ფაქტორები ამ პოზიციაში წარმატების მისაღწევად. თუ ფიქრობთ, რომ ფლობთ ასეთ ძირითად უნარებს, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე და შემოუერთდით ჩვენს მრავალფეროვან პროექტს.

მოვალეობები:

  • ინფრასტრუქტურის პროექტების ყოველდღიური ზედამხედველობა დაწყების ფაზიდან დასრულებამდე;
  • სამუშაოების მუდმივი მონიტორინგი, დღის განმავლობაში მრავალ ობიექტზე ვიზიტი და ზედამხედველობა (სამუშაო გადანაწილებულია 80/20% ობიექტზე/ოფისში)
  • საჭირო ობიექტური დოკუმენტაციის შევსება და შენახვა;
  • ძირითადი ეტაპებისა და ძირითადი ოპერაციების შესრულების ვადების მონიტორინგი;
  • ხარჯთაღრიცხვისა და შესრულების დოკუმენტაციის კონტროლი;
  • შესრულებული სამუშაოს ხარისხის კონტროლი, დაფარული სამუშაოების აქტების (ფარული აქტები), ტესტებისა და სხვა დოკუმენტების ხელმოწერა;
  • ნახაზების შესაბამისობის კონტროლი;
  • დროის მენეჯმენტი;
  • ობიექტის ყოველდღიური მონიტორინგი და პროგრესის ანგარიშების მომზადება;
  • საჭირო შეტყობინებების დროულად მიწოდება კონტრაქტორებისთვის;
  • ობიექტის შეხვედრებში მონაწილეობა, გუნდის წევრებთან და ყველა ჩართულ მხარესთან მუდმივი კომუნიკაცია, პროექტების დროულად შესრულებისა და შესასრულებელი სამუშაოებისათვის საკმარისი რესურსების, ტექნიკა და მასალების  ხელმისაწვდომობი კონტროლი.
  • ობიექტზე კონტრაქტორების მართვა;
  • შესრულებული სამუშაოს მოცულობის, ხარისხის შემოწმება და დაბალი ხარისხის სამუშაოების თავიდან აცილების მიზნით  დროული მონიტორინგი.

მოთხოვნილი უნარები და გამოცდილება:

  • 5 წელი პროფესიული გამოცდილება შესაბამის პოზიციაზე სამშენებლო სფეროში;
  • კარგი დაგეგმარების, კონტროლისა და რამდენიმე დავალების ერთდროულად შესრულების უნარები;
  • სასურველია უნივერსიტეტის ხარისხი ინჟინერიაში;
  • ქართული ენის თავისუფლად ფლობა. ინგლისური და რუსული ჩაითვლება უპირატესობად;
  • MS Office და CAD-ის ცოდნა აუცილებელია. MS Project-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • ნახაზების კითხვა, მონიტორინგი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • კარგი კომუნიკაციის უნარები როგორც ვერბალური ასევე წერილობითი.

ჩვენ გთავაზობთ:

  • კონკურენტუნარიანი ანაზღაურებას;
  • კარიერული ზრდისა და განვითარების კარგი შესაძლებლობას;
  • შესაძლებლობას, რომ წვლილი შეიტანოთ მნიშვნელოვან პროექტში;
  • სამუშაო გამოცდილებას საერთაშორისო კომპანიაში;
  • მეგობრულ მრავალკულტურულ საზოგადოებასა და გუნდს;
  • შესაძლებლობა ისწავლოთ და ითამაშოთ გოლფი უფასოდ ჩვენს 18-ფოსოიან გოლფის მოედანზე;
  • ოფისი მდებარეობს კრწანისის რაიონთან ახლოს;
  • კომპანიამ შესაძლოა უზრუნველყოს ტრანსპორტირება ობიექტამდე.

გთხოვთ, თქვენი განაცხადი გამოაგზავნოთ 15 სექტემბრამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@tbilisihills.com ან LinkedIn პლატფორმის მეშვეობით შემდეგი ბმულის გამოყენებით: https://www.linkedin.com/jobs/view/4014318203/

გთხოვთ, განაცხადის ელექტრონული ფოსტის “Subject” ველში მიუთითოთ “CONSTRUCTION SUPERVISOR” დასახელება.

კომპანია იტოვებს უფლებას ვაკანსია დახუროს ადრე ან ვადა გააგრძელოს.

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

მადლობა დაინტერესებისთვის.

 

 

Share via