საახალწლო ღონისძიება რეზიდენტებისთვის
22 დეკემბერს “თბილისი ჰილსში” რეზიდენტებისთვის საახალწლო ღონისძიება ჩატარდა.
კომპლექსის მაცხოვრებლებსა და მათ მეგობრებს საშუალება ჰქონდათ საახალწლო განათებებით მორთულ ვუდს პარკში წინასწარ აღენიშნათ ახალი წელი ცხელი გლინტვეინითა და სხვადასხვა აქტივობით.
“თბილისი ჰილსის” თითოეულ რეზიდენტს, ქართველი გამოჩენილი მხატვრის, თამუნა მელიქიშვილის ექსკლუზიური ნახატები გადაეცათ.
ჩვენთვის ჩვენი რეზიდენტების კომფორტი და სიხარული ერთ-ერთი მთავარი ღირებულებაა, ამიტომ ძალიან ბედნიერები ვართ, რომ 2024 წელს სწორედ მათთან ერთად ვასრულებთ.