აპარტამენტის შერჩევა არც ისე მარტივი პროცესია. გადაწყვეტილების მიღება თუ სად იქნება შენი მომავალი სახლი, სულაც არ არის იოლი, მით უმეტეს მაშინ, როდესაც არჩევანი საკმაოდ დიდი და მრავალფეროვანია. სწორედ ამისათვის გთავაზობთ 10 მიზეზს თუ რატომ უნდა იყიდოთ აპარტამენტი თბილისი ჰილსში, რომელიც გაგიმარტივებთ ბინის შერჩევის პროცესს და გაცილებით ნათელს გახდის თქვენს გადაწყვეტილებას.

1.    თბილისი ჰილსი სანდო საერთაშორისო კომპანიაა, დიდი გამოცდილებით

სახლის შეძენისას ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი კომპანიის სანდოობაა, რომლისგანაც აპარტამენტს ყიდულობთ. აუცილებელია წინასწარ დარწმუნდეთ, რომ საქმეს იჭერთ კომპანიასთან, რომელიც პასუხისმგებლობით უდგება მშენებლობის პროცესს და მკაცრად იცავს ვადებს. თბილისი ჰილსი ქართული უძრავი ქონების ბაზარზე 2018 წლიდან არის და ამ პერიოდის განმავლობაში მოახერხა წარმატებით დაესრულებინა არაერთი პროექტი, შეექმნა ხარისხიანი ინფრასტრუქტურა და ეთანამშრომლა საერთაშორისო ბრენდებთან.

2.    კომპლექსს სრულიად უნიკალური ადგილმდებარეობა აქვს

აპარტამენტის შერჩევისას დიდი მნიშვნელობა მის ლოკაციას ენიჭება. უმჯობესია ის ცენტრთან ახლოს მდებარეობდეს, თუმცა დაცული იყოს ქალაქის ხმაურისა და დაბინძურებისგან. თბილისი ჰილსს სრულიად უნიკალური ადგილმდებარეობა აქვს. თავისუფლების მოედნიდან მხოლოდ 15-20 წუთის გზაზეა, თუმცა ამასთანავე მაცხოვრებლებს სთავაზობს ეკოლოგიურად ჯანსაღ გარემოს, სუფთა ჰაერს, ქალაქთან შედარებით 6 გრადუსით გრილ კლიმატს და პანორამულ ხედებს მთელ თბილისზე.

3.    აპარტამენტები უმაღლესი ხარისხის სტანდარტების დაცვით შენდება

აპარტამენტების თითოეულ კორპუსში დაცული იქნება ხარისხის სტანდარტები, რაც გულისხმობს უმაღლესი ხარისხის ევროპულ სამშენებლო მასალას, გამართულ ინფრასტრუქტურას, სახანძრო უსაფრთხოებასა და ლიფტს. ყველა აპარტამენტში შენარჩუნებული იქნება სივრცის შეგრძნება, რასაც ხელს სლაიდური ვიტრაჟები და მაღალი ჭერი შეუწყობს, რომლის სიგრძეც 3.6 მეტრს შეადგენს (3.8 პენტჰაუსებში). შენობაში იზოლირებული აივნები და ხმაგაუმტარი კედლები მაცხოვრებლების სიმშვიდის გარანტიას წარმოადგენს. აპარტამენტის მფლობელს ასევე გადაეცემა ერთი უფასო საპარკინგე ადგილი.

4.    შენობა გამოირჩევა დიდი ტერასებითა და რეკრეაციული სივრცეების სიმრავლით

თითოეულ აპარტამენტს გამოარჩევს დიდი ტერასები, რომელზეც უსიამოვნო მზის სხივებისგან თავის დასაცავად, მოწყობილია საჩრდილობელი სისტემა. გარკვეულ ტერასებზე დატოვებულია ადგილი აუზის მოსაწყობად. კიდევ ერთი დეტალი, რაც კორპუსს გამოარჩევს, მზის ელემენტებზე მომუშავე, თვითგაგრილებადი ატრიუმია, რომელიც წარმოადგენს მოსასვენებელ ადგილს აპარტამენტებს შორის. სივრცე აღჭურვილი იქნება კომფორტული ავეჯითა და მცენარეებით, რაც შექმნის იდეალურ გარემოს მუშაობისა და სოციალიზაციისათვის.

5.   თბილისი ჰილსი ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ადგილია

სიმშვიდისა და უსაფრთხოების განცდა ბედნიერი ცხოვრების მთავარი წინაპირობაა, სწორედ ამიტომ კომპლექსი გამოირჩევა მისი უსაფრთხოების გუნდით. ტერიტორიაზე 200-მდე კამერით პატრულირება 24 საათის განმავლობაში მიმდინარეობს და მკაცრად კონტროლდება კომპლექსის თითოეული სტუმარი. უსაფრთხოებასთან ერთად თბილისი ჰილსს დახვეწილი და საინტერესო სამეზობლო გამოარჩევს, რომლებიც კომპლექსში ჰარმონიულ და კომფორტულ გარემოს ქმნიან.

6.    აპარტამენტებთან მოეწყობა კომერციული სივრცე

იმისათვის, რომ მაცხოვრებლების ყოველდღიურობა კიდევ უფრო კომფორტული და იოლი გახდეს, აპარტამენტებთან ასევე მოეწყობა კომერციული სივრცე, სადაც ისეთი მრავალფეროვანი და საჭირო ობიექტები მოეწყობა, როგორიცაა: მაღაზია, აფთიაქი, კაფე, საკონდიტრო და სხვა…

7.    თბილისი ჰილსს გამოარჩევს უნიკალური ბუნება და პარკები

კომპლექსის ტერიტორიაზე მრავლად შეხვდებით უნიკალურ, ერთმანეთისგან განსხვავებულ და ენდემური სახეობის მცენარეებს. შესაძლოა შეხვდეთ თბილისი ჰილსთან არსებულ ტყეში მცხოვრებ ისეთ უწყინარ ცხოველებსაც, როგორიცაა: მელია, ზღარბი, კურდღელი… თვალისმომჭრელი ბუნების გარდა კომპლექსში მაცხოვრებლების განტვირთვისათვის მოწყობილია ვუდს პარკი, აპარტამენტების წინ კი შენდება 2 ჰექტარზე გადაჭიმული თბილისი ჰილსის ცენტრალური პარკი, რომელიც გააერთიანებს სტადიონებს, სასეირნო ბილიკებსა და ბავშვთა გასართობ სივრცეებს.

8.    კომპლექსში საქართველოში პირველი პროფესიონალური გოლფის მოედნებია

ტერიტორიის 60 ჰექტარი გამოყოფილია საქართველოში პირველი პროფესიონალური გოლფის მოედნებისათვის. 18 ფოსოიანი მოედნები ევროპის გოლფის მოედნების საუკეთესო 100-ეულშია შესული და დიდ ინტერესს იწვევს მთელი მსოლფიოს მასშტაბით.

9.    ტერიტორიას სულ მალე დაემატება სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი და ქლაბჰაუსი

მათთვის, ვისთვისაც პრიორიტეტს წარმოადგენს მის ახლოს სპორტული და მოსასვენებელი სივრცეების არსებობა, თბილისი ჰილსის აპარტამენტები იდეალური ვარიანტია, რადგან ტერიტორიაზე სულ მალე საქართველოში ყველაზე დიდი სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი აშენდება. კომპლექსი გააერთიანებს ისეთ სივრცეებს, როგორიცაა: ღია და დახურული აუზები, ტენისისა და პიკელბოლის მოედნები, სპა, სავარჯიშო დარბაზი, რესტორანი და სხვა მოსასვენებელი სივრცეები. თბილისი ჰილსში სულ მალე გამოჩნდება საქართველოში გოლფერების პირველი ქლაბჰაუსიც, რომელიც შექმნის უმაღლესი კლასის ჰაბს დამწყები და პროფესიონალი გოლფერებისათვის მთელი მსოფლიოდან.

10.    თბილისი ჰილსში აპარტამენტის შეძენა წარმოადგენს მომავალში გაკეთებულ უდიდეს ინვესტიციას

ბოლო და ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც აუცილებლად უნდა დაფიქრდეთ კომპლექსში აპარტამენტის შეძენაზე მისი მომავლის ღირებულებაა. გარდა იმისა, რომ ფასები უძრავ ქონებაზე დღითიდღე იზრდება, თბილისი ჰილსი წარმოადგენს განვითარებად და ზრდად საერთაშორისო პროექტს, რომელიც 5 წელში კიდევ უფრო მასშტაბური და შთამბეჭდავი იქნება.

და ბოლოს, თუ ფიქრობ, რომ ეს 10 მიზეზი ნამდვილად წარმოადგენს პასუხს თუ რატომ უნდა შეიძინო აპარტამენტი თბილისი ჰილსში, მაშინ არ გადადო ეს პროცესი. რადგან წინასწარი გაყიდვები უკვე დაიწყო და მხოლოდ ახლა გაქვს საშუალება, ისარგებლო ექსკლუზიური ფასითა და მოქნილი გადახდის პირობებით.

 

Share via