კონფიდენციალურობის პოლიტიკა

წინამდებარე ვებგვერდი www.tbilisihills.com (შემდგომში – „ვებგვერდი“) წარმოადგენს შპს „შპს პრიმერა გოლფ ენდ რეზიდენც“-ის საკუთრებას (საიდენტიფიკაციო კოდი: 404481379, იურიდიული მისამართი: გარდაბანი, სოფელი თელეთი, ელ. ფოსტა: [sales@tbilisihills.com]) (შემდგომში – „ჩვენ“).

წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკა განმარტავს, თუ როგორ ვაგროვებთ, ვიყენებთ და ვამუშავებთ ვებგვერდის მომხმარებელთა პერსონალურ მონაცემებს. ვებგვერდის გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების ამ პოლიტიკითა და მოქმედი კანონმდებლობით.

რა მონაცემებს ვაგროვებთ?

ჩვენ შესაძლოა შევაგროვოთ პერსონალური მონაცემები, მათ შორის:

·       საიდენტიფიკაციო მონაცემები (სახელი, გვარი);
·       საკონტაქტო მონაცემები (ელ. ფოსტის მისამართი, ტელეფონის ნომერი);
·       ვებგვერდზე წვდომასთან დაკავშირებული ტექნიკური მონაცემები (IP მისამართი, ბრაუზერის ტიპი და მოწყობილობის ინფორმაცია);
·       ვიზიტის თარიღი და ხანგრძლივობა;
·       ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც მონაცემთა სუბიექტი ნებაყოფლობით მოგვაწვდის ვებგვერდის მეშვეობით.

როგორ ვაგროვებთ თქვენს მონაცემებს?

ჩვენ ვაგროვებთ და ვამუშავებთ პერსონალურ მონაცემებს მაშინ, როდესაც თქვენ:

·       აგზავნით მოთხოვნას ან შეკითხვას ვებგვერდის მეშვეობით;
·       გვიკავშირდებით ელ .ფოსტით ან ტელეფონით;
·       იყენებთ ჩვენს ვებგვერდს, მათ შორის ქუქი-ფაილების მეშვეობით;
·       სხვა ფორმით იყენებთ ჩვენს სერვისებს.

როგორ ვიყენებთ თქვენს მონაცემებს?

თქვენი პერსონალური მონაცემები გამოიყენება შემდეგი მიზნებისთვის:

·       ვებგვერდის მეშვეობით მიღებულ შეკითხვებსა და მოთხოვნებზე პასუხის გასაცემად;
·       ჩვენი საცხოვრებელი კომპლექსისა და მომსახურებების შესახებ ინფორმაციის მიწოდებისათვის;
·       ვებგვერდის გაუმჯობესებისა და ადმინისტრირებისათვის;
·       ჩვენი მომსახურებების შესახებ ინფორმაციის ან შეთავაზებების გასაგზავნად (თქვენი თანხმობის საფუძველზე).

როგორ ვინახავთ თქვენს მონაცემებს?

ჩვენ ვიყენებთ შესაბამის ტექნიკურ და ორგანიზაციულ ზომებს თქვენი პერსონალური მონაცემების დასაცავად. მონაცემები ინახება მხოლოდ იმ ვადით, რომელიც აუცილებელია ამ პოლიტიკაში განსაზღვრული მიზნების შესასრულებლად და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პერსონალური მონაცემები იშლება, ხდება მათი განადგურდება ან მათი დეპერსონალიზაცია.

თქვენი უფლებები

თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ თქვენს პერსონალურ მონაცემებზე წვდომა, მათი შესწორება, დამუშავების შეზღუდვა, გადატანა ან წაშლა. ასეთ მოთხოვნებზე უკუკავშირს მიიღებთ 10 დღის ვადაში, კანონმდებლობის შესაბამისად.