თუ SOLO-ს მომხმარებელი ხარ და უკვე დიდი ხანია, რაც შენი ოცნების სახლის აშენებაზე ოცნებობდი, მაშინ ეს ნიშანია არ გადადოთ საქმე არცერთი წამით და იფიქროთ თუ როგორი ლოკაცია ექნება შენს ვილას, როგორი ხედი გადაიშლება შენი ფანჯრებიდან, ვინ იქნებიან შენი მეზობლები რა აქტივობებით დაკავდები ყოველდღიურად, როგორ გაატარებ დღეს ან რას აღმოაჩენ ახალს, რაც აქამდე არ იცოდი.

ადგილი, სადაც ყველაზე დიდ დროს ატარებ, ხშირად განსაზღვრავს შენს ფიზიკურ თუ მენტალურ ჯანმრთელობას, სამეგობრო წრეს, ცხოვრების წესსა და ბედნიერების ხარისხს. “თბილისი ჰილსი” კრწანისთან მდებარე ყველაზე მწვანე და პრემიუმ საცხოვრებელი კომპლექსია, სადაც ყველაფერი სწორედ ამ პრინციპების გათვალისწინებით არის მოწყობილი. კომპლექსი ისეა დაპროექტებული, რომ ადამიანმა თავი მაქსიმალურად იგრძნოს ბუნებასთან ახლოს, ამასთან ერთად კი მიიღოს კომფორტული და პრემიუმ ცხოვრებისთვის აუცილებელი ყველა პირობა.

თბილისი ჰილსის ტერიტორია 331 ჰექტრისგან შედგება, რომლის 90% გამწვანებას, ხოლო დანარჩენი 10% განაშენიანებას ეთმობა. გამწვანებაში 60 ჰექტარზე გადაჭიმული საქართველოში ერთადერთი პროფესიონალური გოლფის მოედნებიც შედის, რომელიც ევროპის საუკეთესო მოედნების ასეულში 34-ე ადგილს იკავებს. ტერიტორია საშუალებას იძლევა იცხოვრო მაქსიმალურად ჯანსაღად, დაკავდე სხვადასხვა სპორტული აქტივობით, გაიჩინო ახალი ინტერესები, რომელზეც აქამდე ვერასდროს იფიქრებდი და შეცვალო შენი ყოველდღიურობა უკეთესობისკენ.

“თბილისი ჰილსში” თითოეული მიწის ნაკვეთი 1100 კვადრატულიდან იწყება, რადგან თითოეულმა სახლმა შეინარჩუნოს სწორი თანაფარდობა შენობისა და გამწვანებული ეზოს შორის, კომპლექსის გამწვანების გუნდი კი უზრუნველყოფს რომ ვილების ეზოები ყოველთვის ხასხასა და მოვლილი დარჩეს. ერთ-ერთი უნიკალური სერვისი, რაც “თბილისი ჰილსს” გამოარჩევს, მისი კეთილმოწყობისა და უსაფრთხოების გუნდია. კეთილმოწყობის გუნდი ტერიტორიის გამართულ ინფრასტრუქტურასა და მოწესრიგებულ გარემოს უზრუნველყოფს, ნებისმიერი პრობლემა რაც შესაძლოა კომპლექსში წარმოიქმნას სულ რაღაც რამდენიმე წუთში იქნება მოგვარებული. მთლიანი ტერიტორია, გზები, ბილიკები და საერთო სივრცეები კი ყოველთვის სუფთა და მოწესრიგებული. კომპლექსს უსაფრთხოების გუნდთან ერთად 200-მდე კამერა იცავს, რაც შეუძლებელს ხდის ტერიტორიაზე უცხო პირების შემოსვლას.

“თბილისი ჰილსი” სწორედ ის ადგილია, სადაც ყოველთვის ოცნებობდით რომ გეცხოვრათ. უნიკალური ლოკაცია, სიმშვიდე, ხედები მთელ ქალაქზე და სასიამოვნო სამეზობლო, რომელიც ჰარმონიულ და ჯანსაღ საზოგადოებას ქმნის. მთლიან კომპლექსში, განსაკუთრებით კი ONO at Hills ის ულამაზეს ტერასაზე, ხშირად ეწყობა სხვადასხვა ღონისძიება და საღამო, რომლებიც არამხოლოდ კომპლექსის სტუმრებისთვის არის განკუთვნილი, არამედ ექსკლუზიურად რეზიდენტებისთვისაც, რაც კიდევ უფრო ამყარებს ურთიერთობებს.

დროა, ასეთ დასახლებაში ცხოვრების სურვილი ან საკუთარი ვილის აშენების გეგმა გაცდეს მხოლოდ ფანტაზიას და ოცნებას. სწორედ ასეთი სურვილების ასასრულებლად მხოლოდ SOLO მომხმარებლებისთვის “თბილისი ჰილსის” ნებისმიერი მიწის ნაკვეთზე 10% ფასდაკლებას მიიღებთ. არჩევანი თქვენზეა, როგორი ნაკვეთი გსურთ, ხედის, ზომის თუ რელიეფის მიხედვით. გირჩევნიათ თქვენი საძინებლის ფანჯრები თბილისს გადაჰყურებდეს თუ შავნაბადას მონასტერს, ფასდაკლება ნებისმიერ ნაკვეთზე ვრცელდება.

Share via