თბილისი ჰილსი – ყველაზე ენერგოეფექტური დეველოპერული პროექტი საქართველოში
“Tbilisi Hills Golf & Residences” არის FIABCI – Prix d’ Excellence 2022 წლის ოქროს ჯილდოს მფლობელი ენერგოეფექტური და ყველაზე მწვანე დეველოპერული პროექტი საქართველოში.
მსგავსი პრიზის მიღება ჩვენი კომპანიისთვის პატივია, რადგან ჩვენ ვიყენებთ თანამედროვე ტექნოლოგიებს, საგანგებო სამშენებლო მეთოდებს ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შესაქმნელად. სწორედ, ესაა „თბილისი ჰილსის“ მდგრადობისა და ენერგოეფექტურობის მიზეზი, არ ვფლანგავთ ზედმეტ ელექტროენერგიას მშენებლობის პროცესში. ჩვენს მიერ გამოყენებული მდგრადობის განმაპირობებელი მეთოდებია – შენობების საინფორმაციო მოდელირება, გარე მშენებლობა და მშენებლობის მონიტორინგი, ვიყენებთ მზის ენერგიას, მაღალი ხარისხის სამშენებლო მასალებს, რომლებიც ლიცენზირებულია ევროპაში.
„თბილისი ჰილსის“ ტერიტორიის 90% შედგება პარკებისგან, დასასვენებელი ზონებისა და გოლფის მოედნისგან, ამიტომ ბუნება ხელუხლებლადაა შენარჩუნებული და მთლიანი პროექტის მხოლოდ 10% უჭირავს ინფრასტრუქტურას. ჩვენი შიდაგანაწესის მიხედვით, ტერიტორიაზე ყველა ღობე უნდა იყოს მარადმწვანე, დაუშვებელია ბეტონის გამოყენება. ჩვენს ტერიტორიაზე შეხვდებით ელექტრომობილების დამტენებს, რომელთა გამოყენება შესაძლებელია უ