მომავლის ხედვა, ინვესტიცია თუ იდეალური საცხოვრებელი ადგილი
უკვე დიდი ხანია, რაც სახლმა და საცხოვრებელმა სივრცემ შეიძინა დამატებითი ფუნქციები და მნიშვნელობა, ვიდრე მას წარსულში ჰქონდა. დღეს სწორედ საცხოვრებელი სივრცე განსაზღვრავს თუ როგორი იქნება შენი ყოველდღიურობა, როგორ გაატარებ თავისუფალ დროს, რამდენ დროს დაუთმობ საკუთარ თავს და ჯანმრთელობას, ვისთან გექნება ურთიერთობა დღის განმავლობაში და რამდენად საინტერესო თუ დატვირთული იქნება შენი ცხოვრება.
სწორედ ამ გარემოებების გათვალისწინებით არის შექმნილი თბილისი ჰილსის პრემიუმ კლასის საცხოვრებელი კომპლექსი, რომელიც მიზნად ისახავს გააერთიანოს ყოველდღიური ცხოვრება და დასვენება, ყველა საჭირო თუ სასურველი ობიექტი მოაქციოს ერთ სივრცეში და შექმნას „ქალაქში ქალაქი”, რომელიც განსხვავდება ქაოსური თბილისისგან. კომპლექსი 20 წუთის გზაზეა თავისუფლების მოედნიდან, თუმცა მიუხედავად ქალაქის ცენტრთან სიახლოვისა, მისი უნიკალური ადგილმდებარეობა იძლევა საშუალებას განიტვირთო ხმაურისგან, დატკბე პანორამული ხედებით მთელ ქალაქზე და ისიამოვნო სრულიად გამორჩეული ბუნებით და ტყით.
სიმწვანე და ეკოლოგიურად ჯანსაღი გარემო სწორედ ის არის, რაც თბილისი ჰილსს სხვა კომპლექსებისგან გამოარჩევს. 331 ჰექტარზე გაშენებული კომპლექსი ზღვის დონიდან 750 მეტრზე მდებარეობს და იძლევა ისეთ უპირატესობებს, როგორიცაა სუფთა, დაუბინძურებელი ჰაერი და 6 გრადუსით გრილი კლიმატი. კომპლექსში სიმწვანისა და ბუნების შესანარჩუნებლად, ტერიტორიის მხოლოდ 10% ეთმობა განაშენიანებასა და ინფრასტრუქტურას. ტერიტორიაზე თითოეული მიწის ნაკვეთი 1100 კვადრატულ მეტრზე მეტია, რაც უზრუნველყოფს კერძო ვილებში გაცილებით დიდ გამწვანებას, ვიდრე თავად სახლია. სიმწვანის/ეზოს კოეფიციენტი თითოეულ მოსახლეზე 595 არის, მაშინ როდესაც ევროპულ სოფლებში ეს მაჩვენებელი მხოლოდ 100-მდე აღწევს. მნიშვნელოვანია ისიც, თუ როგორი მასალით მიმდინარეობს მშენებლობები და რამდენად უფრთხილდება ის არსებულ გარემოს.
თბილისი ჰილსი ყოველთვის აპრიორიტეტებს ეკოლოგიურად ჯანსაღ მასალებსა და „მწვანე ტექნოლოგიებს“, რისი დამსახურებითაც ის Fiabci-ის ოქროს ჯილდოს მფლობელია ყველაზე მწვანე და ენერგოეფექტური საცხოვრებელი კომპლექსის კატეგორიაში. კომპანია თანამშრომლობს ისეთ მდგრად და საერთაშორისოდ აღიარებულ ბრენდებთან როგორიცაა: Fundermax, Laminam, Caparol და სხვა. ელექტრომობილების დამტენები, მზის პანელები და სხვა ინოვაციური ტექნოლოგიები კომპლექსს მომავლის ადგილად აქცევს, რომელიც წარმოადგენს იდეალურ სინთეზს ბუნებას, თანამედროვეობას და კომფორტს შორის.
მიწის ნაკვეთების, აპარტამენტებისა და კერძო ვილების გარდა, ტერიტორია აერთიანებს ისეთ სივრცეებს როგორიცაა: საქართველოში პირველი პროფესიონალური 18 ფოსოიანი გოლფის მოედანი, რომელიც ევროპის საუკეთესო მოედნების ჯილდოზეა ნომინირებული, გოლფის სუვენირების მაღაზია, ევროპული რესტორანი დიდი ტერასით, მაცხოვრებლების დასვენებისათვის მოწყობილი ვუდსპარკი და ველობილიკები ჯანსაღი ცხოვრების მოყვარულებისთვის.
ეს ყველაფერი მხოლოდ მცირე ნაწილია იმისა, რაც ტერიტორიაზე სულ ცოტა ხანში იქნება. თბილისი ჰილსში აშენდება საქართველოში ყველაზე მასშტაბური სპორტულ-გამაჯანსაღებელ კომპლექსი, ქვეყანაში პირველი პრემიუმ კლასის ქლაბჰაუსი, სკოლა, 2 ჰექტარზე მოწყობილი ცენტრალური პარკი, კომერციული შენობა და ყველაფერი, რაც უზრუნველყოფილი ცხოვრებისთვის არის საჭირო.
მომავლის ხედვა, თანამედროვე ტექნოლოგიები და ევროპული სტანდარტები სწორედ ის კომპონენტებია, რომელიც თბილისი ჰილსს საუკეთესო ინვესტიციად და საცხოვრებელ ადგილად აქცევს. ის აწესებს ცხოვრების ხარისხის სრულიად ახალ სტანდარტს არამხოლოდ საქართველოში, არამედ კავკასიის რეგიონში და ქმნის უკონკურენტო პროდუქტს ქართული უძრავი ქონების ბაზარზე.