საცხოვრებელი სახლის შერჩევა, ერთ-ერთი ყველაზე რთული და საპასუხისმგებლო არჩევანია. თავად გიწევს წინასწარ განსაზღვრო, თუ როგორ გარემოში გაატარებ დროის უდიდეს ნაწილს, როგორი იქნება შენი ყოველდღიურობა, რომელი აქტივობებით დაკავდები და ვინ იქნებიან ადამიანები, რომლებსაც ყველაზე დიდ დროს დაუთმობ.

სახლის შეძენისას აუცილებლად უნდა გააკეთო არჩევანი – აპარტამენტის ყიდვა გსურს, თუ უკვე დასრულებული პრემიუმ ვილის. შესაძლებელია მიწის ნაკვეთის შეძენაზეც ფიქრობდე, სადაც თავად ააშენებ ისეთ სახლს, როგორზეც ყოველთვის ოცნებობდი. თუმცა საფიქრალი კიდევ ბევრია. რამდენად ეკოლოგიურად ჯანსაღია ადგილი, სადაც იცხოვრებ, როგორი იქნება ხედები, რომლებსაც ყოველდღე დაინახავ შენი სახლიდან, რამდენად უსაფრთხო და მოწესრიგებული იქნება გარემო, სადაც შენი ბავშვები ითამაშებენ. და ბოლოს, რა უპირატესობებით ისარგებლებ როგორც მცხოვრებელი იმ ადგილას, რომელსაც შენი მომავალი ცხოვრებისთვის შეარჩევ?

„თბილისი ჰილსის” საცხოვრებელი კომპლექსი ყველა იმ სურვილის განსხეულებაა, რაც ადამიანებს მშვიდი, კომფორტული ცხოვრებისთვის სჭირდებათ. ეკოლოგიურად ჯანსაღი გარემო, მწვანე ბუნება, პანორამული ხედები მთელ ქალაქსა და შავნაბადას მონასტერზე, კეთილმოწყობილი და უსაფრთხო სივრცე, პრემიუმ ხარისხი და ევროპული სტანდარტები, თუმცა, რაც ყველაზე მეტად გამოარჩევს კომპლექსს, საკუთარ მცხოვრებლებზე ზრუნვაა.

კომპლექსის მთავარ პრიორიტეტს სწორედ მისი რეზიდენტები წარმოადგენს. „თბილისი ჰილსი” მიზნად ისახავს შექმნას გარემო, სადაც ყოველდღიურობა უფრო საინტერესოა და შესთავაზოს თავის მცხოვრებლებს ქალაქში ცხოვრების ახალი მნიშვნელობა. უპირატესობების სია, რომლითაც მხოლოდ რეზიდენტებს შეუძლიათ სარგებლობა, არც ისე მოკლეა.
ტერიტორიაზე საქართველოში ერთადერთი პროფესიონალური 18 ფოსოიანი გოლფის მოედანია, რომელიც წლის განმავლობაში არაერთ ადგილობრივ თუ საერთაშორისო ტურნირს მასპინძლობს. თითოეულ მცხოვრებელს საშუალება აქვს სრულიად უფასოდ გაიაროს გოლფის შემსწავლელი კურსი, მიიღოს საერთაშორისო სერტიფიკატი და დამატებით 2 თვე ყველანაირი ღირებულების გარეშე ითამაშოს. გარდა ამისა, მცხოვრებლები კლუბის წლიურ წევრობაზე სარგებლობენ სპეციალური შეთავაზებებით.

ტერიტორიაზე ასევე ფუნქციონირებს რესტორანი ONO At Hills უგემრიელესი კერძებითა და გასაოცარი გარემოთი, სადაც თითოეულ მცხოვრებელს ნებისმიერ დროს შეუძლია ისარგებლოს ფასდაკლებით. რესტორნის ჩართულობით ხშირად იმართება სხვადასხვა სახის ღონისძიება: „იოგა და საუზმე”, „გოლფი და ბრანჩი”, ხოლო თითოეულ ასეთ აქტივობაზე მცხოვრებლებს საშუალება აქვთ ბილეთი ექსკლუზიური ფასდაკლებით შეიძინონ. გარდა ამისა, რესტორანი აქტიურად მასპინძლობს დახურული ღონისძიებებსა და სხვადასხვა ტიპის მუსიკალურ საღამოებს, სადაც „თბილისი ჰილსის” რეზიდენტები სპეციალური შეთავაზებებით სარგებლობენ.

მთავარი უპირატესობა მცხოვრებლებისთვის სიმშვიდე და მოწესრიგებული გარემოა, რომელსაც კომპლექსის კეთილმოწყობისა და უსაფრთხოების გუნდი უზრუნველყოფს. ტერიტორიაზე უცხო პირების შემოსვლა აკრძალულია და 200-მდე კამერით კონტროლდება, რასაც პროფესიონალი უსაფრთხოების გუნდი უზრუნველყოფს. გამართულ ინფრასტრუქტურასა და მოწესრიგებულ საერთო სივრცეებზე პასუხისმგებელი „თბილისი ჰილსის” კეთილმოწყობის გუნდია, რომელიც სულ რამდენიმე წუთში აგვარებს მცხოვრებლების ნებისმიერ პრობლემას. აქტიურადაა ჩართული სამუშაოებში „თბილისი ჰილსის” გამწვანების გუნდიც, რომელიც ტერიტორიას სიმწვანეს მთელი წლის განმავლობაში უნარჩუნებს, ხოლო მცხოვრებლებს კერძო ვილების გამწვანებაზე ექსკლუზიურ პირობებს სთავაზობს.

სამეზობლოს რომ ერთმანეთთან მეგობრული და ჰარმონიული ურთიერთობა ჰქონდეს, „თბილისი ჰილსი” აქტიურად აწყობს მხოლოდ მცხოვრებლებისთვის განკუთვნილ ღონისძიებებს, სადაც კომპლექსში მცხოვრებ ადამიანებს საშუალება აქვთ დაკავდნენ სხვადასხვა სახის სახალისო აქტივობით და უკეთ გაიცნონ ერთმანეთი.

ექსკლუზიური შეთავაზებები მცხოვრებლებისთვის კომპლექსს გარეთაც მოქმედებს, „თბილისი ჰილსს” 50-ზე მეტი პარტნიორი ბრენდი ჰყავს, სადაც კომპლექსის მცხოვრებლები და გოლფერები სპეციალური შეთავაზებებითა და ფასდაკლებებით სარგებლობენ.

სახლისა თუ საცხოვრებელი კომპლექსის არჩევა მართლაც არ არის მარტივი, მით უმეტეს მაშინ, როდესაც არჩევანი დიდი და მრავალფეროვანია, თუმცა, სანამ გადაწყვეტილებას მიიღებდეთ, აუცილებლად გაეცანით იმ უპირატესობებს, რომელსაც თქვენი მომავალი საცხოვრებელი სივრცე საკუთარ რეზიდენტებს ჰპირდება.

Share via