რატომ თბილისი ჰილსი?

თბილისი ჰილსი მაცხოვრებლებს განსაკუთრებულ გარემოსა და უმაღლესი კლასის კომფორტს ჰპირდება, რაც გამოარჩევს მას სხვა საცხოვრებელი კომპლექსებისაგან და ხსნის შესაძლებლობების უდიდეს არეალს.

უნიკალური მულტიფუნქციური პროექტი
“თბილისი ჰილსი” 331 ჰექტარ მიწის ნაკვეთს მოიცავს, რომლის სრული კომპლექსი ევროპული სტანდარტების შესაბამისად შემუშავებულ უძრავ ქონებასა და 60 ჰექტარზე გადაჭიმულ 18-ფოსოიან გოლფის მოედანს აერთიანებს.

მიწის ნაკვეთების მრავალფეროვანი არჩევანი
ნებისმიერ თქვენგანს შესაძლებლობა გაქვთ, აირჩიოთ მიწის ნაკვეთები 1100 მ2-დან 11000 მ2-მდე. თითოეული ნაკვეთი გთავაზობთ ქალაქის ულამაზეს პანორამულ და შავნაბადას მონასტრის ხედებს და გაძლევთ საშუალებას, იპოვოთ იდეალური ადგილი თქვენი ოცნების სახლისთვის.

გოლფი
„თბილისი ჰილსის“ გოლფის მოედანი ევროპის გოლფის მოედნების TOP ასეულშია შეტანილი. ის ერთადერთი პროფესიონალური, 18 ფოსოიანი გოლფის მოედანია საქართველოში. მისი შესანიშნავი დიზაინი, რომელიც საერთაშორისოდ აღიარებული, ლასი პეკა ტილანდერის მიერაა დაპროექტებული, გულგრილს არავის ტოვებს. ჰილსის კლუბმა 5 წლის განმავლობაში არაერთ საერთაშორისო და ადგილობრივ ტურნირს უმასპინძლა. ურთიერთობები კი, რომელიც კლუბსა და მის წევრებს შორის ჩამოყალიბდა, უძვირფასესი და უმნიშვნელოვანესია.

რესტორანი
ულამაზესი პანორამული პეიზაჟები, დახვეწილი სამზარეულო და პრემიუმ ხარისხის მომსახურება – სწორედ ამ სამი ნაწილის ერთიანობა ქმნის “თბილისი ჰილსის” დაუვიწყარ რესტორანს. ეს არის ადგილი, სადაც ქართული ნატურალური პროდუქტებისგან იქმნება ევროპული სამზარეულოს უგემრიელესი კერძები. მასტერ-შეფი, მარის მაურინსი და მისი გუნდი მუდმივად ცდილობენ სტუმრების გაოცებასა და მათი სიახლეებით განებივრებას. მრავალფეროვანი მენიუ თანხვედრაში მოდის მრავალფეროვან ღონისძიებებთან: იოგა და საუზმე, გოლფი და ბრანჩი, ჯაზის, ღვინისა და ვახშმის საღამოები ჰილსის ვიზიტორების საყვარელ ღონისძიებებად იქცა. ამასთან ერთად, გოლფის მოედნებით შემოსაზღვრული ხედი და გამწვანებული ბუნების პეიზაჟები რესტორნის ერთ-ერთ უდიდეს უპირატესობას წარმოადგენს.

ადგილმდებარეობა
„თბილისი ჰილსი” წარმოუდგენელ შესაძლებლობას იძლევა ქალაქის ცენტრიდან სულ რაღაც 15 წუთში აღმოაჩინოთ მიწის ნაკვეთები, კერძო სახლები და პრემიუმ ხარისხის აპარტამენტები, რომელიც ეკოლოგიურად ჯანსაღ გარემოსთან ერთად, თბილისისა და მისი შემოგარენის, ყაზბეგის მთისა და შავნაბადას მონასტრის პანორამლური ხედებით ატკბობს ათასობით რეზიდენტსა და სტუმარს.

მწვანე გარემო

სიმწვანის შენარჩუნება კომპლექსის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ამას მოწმობს 2022 წლის გამარჯვება FIABCI-ის პროექტში, სადაც „თბილისი ჰილსი“ დასახელდა ყველაზე ენერგოეფექტურ და მწვანე პროექტად (“energy efficient and green development category”).

რამდენადაც კომპლექსის პრიორიტეტს ეკოლოგიურად ჯანსაღი გარემოს შექმნა წარმოადგენს, მშენებლობებს მთლიანი ფართობის მხოლოდ 10% გამოეყოფა. დანარჩენი ნაწილი კი, გამწვანებას დაეთმობა, რათა მაქსიმალურად შენარჩუნდეს ჰარმონიული ბალანსი ბუნებასა და ეკოლოგიურ კეთილდღეობასთან.

პროფესიონალთა გუნდი
კომპლექსი გამოცდილმა გუნდმა შექმნა, რომელმაც „თბილისი ჰილსის“ გარდა, ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში წარმატებით განახორციელა არაერთი მრავალფეროვანი პროექტი. დეტალებზე ორიენტირებულობა, არქიტექტურული დიზაინის მაქსიმალური სიზუსტე, სრულყოფაში მოყვანა და უმაღლესი ხარისხის მასალების გამოყენება, ეს ის ჩამონათვალია, რომელიც მათ თავის საქმეში პროფესიონალებად აქცევს.

 „თბილისი ჰილსი“ ერთი დიდი ოჯახია
„თბილისი ჰილსი“ აქტიურად არის ჩართული და ცდილობს განავითაროს მაცხოვრებლების საზოგადოებრივი ურთიერთობები, რომ მათ დაამყარონ საქმიანი და მეგობრული კავშირები და გაუზიარონ საკუთარი გამოცდილებები ერთმანეთს. ქომიუნითის შექმნის პროცესს ეხმარება კომპლექსში მოწყობილი სოციალური ღონისძიებები, რესტორანი, გოლფის მოედნები და სისტემატურად მოწყობილი სხვადასხვა საინტერესო აქტივობა.

ხარისხის სტანდარტები

მშენებლობა
„თბილისი ჰილსის” გუნდს მრავალწლიანი საპროექტო გამოცდილება აქვს. ისინი მუდმივად ატარებენ საფუძვლიან ტესტირებას ნებისმიერი ხარვეზის აღმოსაჩენად. კომპლექსი თანამშრომლობს ისეთ კომპანიებთან, როგორიცაა Reynaers, რომელიც პრემიუმ ხარისხის კარ-ფანჯარას ქმნის, ასევე ლიფტის მწარმოებელ კომპანია OTIS-თან, რომლის თანამედროვე დიზაინი ინდუსტრიის ახალ სტანდარტებს აწესებს, როგორც ენერგოეფექტური გადაწყვეტილებებით, ასევე უსაფრთხოების მოწინავე მახასიათებლებით. გარდა ამისა, თბოიზოლაციის მიმართულებით თანამშრომლობს Caparol-თან, ხოლო საფასადე პანელს FunderMax-ი და იტალიური წარმოების Laminam-ი ქმნის.
„თბილისი ჰილსის“ თითოეული აივანი მოპირკეთებულია ევროპული წარმოების დეკით, ხოლო სადარბაზოებში გამოყენებულია იტალიური ხანძარმედეგი კარები, რაც უზრუნველყოფს კონსტრუქციის სრულყოფილებას.

დიზაინი და არქიტექტურა
„თბილისი ჰილსი“ დიდ ყურადღებას აქცევს არქიტექტურულ დიზაინსა და ესთეტიკას. კომპანია თანამშრომლობს ცნობილ არქიტექტორებთან და დიზაინერებთან მთელი მსოფლიოდან. ამავდროულად, კომპლექსს ძალიან მალე დაემატება ახალი სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრი, რომლის ფარგლებშიც იგეგმება იტალიელი დიზაინერების სტუმრობა სხვადასხვა დანიშნულების რეკრეაციული ზონის დასაპროექტებლად.

ინფრასტრუქტურა
„თბილისი ჰილსი“ მუდმივ ინვესტიციას ახორციელებს შიდა ინფრასტრუქტურის განვითარებაში. ეს მოიცავს კარგად დაგეგმილ საგზაო ქსელებს, მიწისქვეშა საკომუნიკაციო სისტემებსა და სხვა აუცილებელ ობიექტებს, მაცხოვრებლების ცხოვრების საერთო ხარისხის გასაუმჯობესებლად. თითოეული მიწის ნაკვეთისთვის უზრუნველყოფილი იქნება კომუნალური მომსახურება, მათ შორის წყალი, ელექტროენერგია, გაზი, კანალიზაცია და ინტერნეტ საკომუნიკაციო ხაზები. გარდა ამისა, მაცხივრებლები ისარგებლებენ კეთილმოწყობილი ასფალტირებული გზებით, ქუჩების განათებებითა და საკუთარი პარკინგით.

ენერგოეფექტურობა და მდგრადობა
„თბილისი ჰილსში“ ხორციელდება მდგრადი და გამოცდილი პრაქტიკები, როგორიცაა ენერგოეფექტური პროექტები, ნარჩენების მართვის სისტემები და ბუნებრივი ლანდშაფტების შენარჩუნება. ტერიტორიაზე გამოყენებულია მზის პანელები, რომლებიც მზისგან სუფთა ენერგიას გამოიმუშავებს.

კეთილმოწყობისა და უსაფრთხოების დეპარტამენტი

„თბილისი ჰილსი“ უსაფრთხო და მაქსიმალურად დაცულ საცხოვრებელ გარემოს ქმნის თავისი რეზიდენტებისათვის. სარემონტო დეპარტამენტის გარდა, სპეციალური უსაფრთხოების დეპარტამენტი გულმოდგინედ მუშაობს თითოეული რეზიდენტის კეთილდღეობისა და სიმშვიდის შესაქმნელად. გუნდი შედგება გამოცდილი პერსონალისგან, რომელიც იყენებს სათვალთვალო სისტემებსა და 24/7 მონიტორინგს. მომსახურება მოიცავს კომპლექსში პატრულირებასა და მის კონტროლს, 24 საათის განმავლობაში, კვირაში 7 დღე, 200-მდე სათვალთვალო კამერის საშუალებით.

კეთილმოწყობის (ტერიტორიის მოვლა-პატრონობა) დეპარტამენტის თითოეული წევრი პასუხისმგებელია ძირითადი ინფრასტრუქტურის, ობიექტებისა და საერთო ტერიტორიების მოვლა-პატრონობაზე. თითოეული რეზიდენტი კი უზრუნველყოფილია მისი საცხოვრებელი ტერიტორიისა და მისი შემოგარენის დასუფთავებით, რაც მოიცავს განაშენიანებული ნაწილის გზებისა და მიმდებარე ტერიტორიების წმენდას, არსებული ნაგვის ურნების რეცხვას, გარე განათების უზრუნველყოფასა და გამწვანებას.

სამომავლო გეგმები
კომპლექსი ამჟამად მაცხოვრებლებს სთავაზოვს მოსახერხებელ საკურიერო მომსახურებას, რომელიც აკმაყოფილებს მათ მრავალფეროვან საჭიროებებს. სამომავლოდ, „თბილისი ჰილსი” გეგმავს კეთილმოწყობილი ქალაქის მშენებლობას თბილისთან ახლოს, სადაც გაერთიანდება სუპერმარკეტების ქსელი, აფთიაქი, სკოლა, სასტუმრო, ჩოგბურთის კორტები, სპა, ღია და დახურული აუზები, სპორტდარბაზი, ტყის პარკი და უამრავი ადაპტირებადი სივრცე, რომელიც სავსე იქნება სიახლეებითა და შესაძლებლობებით.