ახალი წლის დადგომასთან ერთად, მნიშვნელოვანია სწორად დავალაგოთ მიზნები და შევიმუშაოთ გეგმა, თუ როგორ გვსურს განვკარგოთ ჩვენი ფინანსები. წლის დასაწყისი სწორედ ისეთი დროა, როდესაც ახალ პროექტებზე, ახალ წამოწყებებზე და ინვესტიციებზე ნამდვილად ღირს ფიქრი. თუკი კაპიტალის დაბანდებას უძრავ ქონებაში ფიქრობთ, მაშინ გთავაზობთ რამდენიმე მიზეზს, თუ რატომ არის თბილისი ჰილსი ამისათვის იდეალური ადგილი.

1. გამორჩეული საცხოვრებელი კომპლექსი და უძრავი ქონების დიდი არჩევანი

თბილისი ჰილსი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მასშტაბური საცხოვრებელი კომპლექსია, რომელიც კრწანისთან ახლოს, თავისუფლების მოედნიდან 20 წუთის გზაზე მდებარეობს. კომპლექსში შესაძლებელია როგორც აპარტამენტის, ასევე მიწის ნაკვეთისა და უკვე დასრულებული კერძო ვილის შეძენა. არ აქვს მნიშვნელობა მყუდრო აპარტამენტს ეძებთ, თუ დიდი სახლის შეძენა გსურთ, თბილისი ჰილსში სასურველ უძრავ ქონებას აუცილებლად იპოვით.

გარდა უძრავი ქონების მიმართულებისა, ფასებიც ადგილის, ხედისა და კვადრატულობის მიხედვით განსხვავდება. თიბისი კონცეპტის მომხმარებლებზე კი მოქმედებს ექსკლუზიური 20%-იანი ფასდაკლება ნებისმიერ აპარტამენტზე.

2. გაზრდილი მოთხოვნა უძრავ ქონებაზე საქართველოში

ბოლო რამდენიმე წელიწადში საქართველოში უძრავ ქონებაზე მოთხოვნა საგრძნობლად გაიზარდა. ვიზალიბერალიზაციამ, ხელსაყრელმა გეოგრაფიულმა მდებარეობამ და სხვადასხვა ფაქტორებმა ხელი შეუწყო საერთაშორისო ინვესტორების ინტერესს, რაც დროთა განმავლობაში მაღლა წევს ფასს უძრავ ქონებაზე.

გარდა ამისა, ურბანიზაციის გამო საგრძნობლად გაიზარდა თბილისის პოპულაცია, რაც მოთხოვნას და ინტერესს ზრდის ქალაქის ცენტრთან ახლოს, თუმცა თბილისის ხმაურისგან მოშორებით მდებარე საცხოვრებელ კომპლექსზე, სადაც ეკოლოგიურად სუფთა გარემო და უნიკალური ხედები ყოველდღიურობას კიდევ უფრო გამორჩეულს ხდის.

3. ქალაქის ცხოვრებისა და ბუნების უნიკალური კომბინაცია

პოსტ პანდემიის ტენდენციების მიხედვით, ადამიანებმა თავიდან გადაიაზრეს ქალაქში ცხოვრების მნიშვნელობა და ახლა ისინი მეტად მწვანე, ეკოლოგიურად ჯანსაღ სივრცეებს ანიჭებენ უპირატესობას. თბილისი ჰილსი ამ მიმართულებით ნამდვილად გამორჩეული პროექტია. კომპლექსის მთელი ტერიტორია 331 ჰექტარისგან შედგება, სადაც სივრცის მხოლოდ 10% ეთმობა განაშენიანებას, დანარჩენი კი უნიკალურ ბუნებას, სიმწვანესა და პარკებს.

სუფთა ჰაერი, 5-6 გრადუსით ნაკლები ტემპერატურა და თვალისმომჭრელი პანორამული ხედები ქალაქზე და შავნაბადას მონასტერზე ის უპირატესობებია, რომლებსაც თბილისი ჰილსში ცხოვრებისას იღებ, ქალაქის ცენტრიდან სულ რაღაც რამდენიმე წუთის გზაზე ყოფნასთან ერთად.

4. ექსკლუზიური ცხოვრების სტილი და განსაკუთრებული სამეზობლო

თბილისი ჰილსში ცხოვრების სტილი სრულიად განსხვავებულია ქალაქის ყოველდღიური ცხოვრებისგან. აქ გარემო უფრო მშვიდი, უსაფრთხო და ჯანსაღია. კომპლექსის ერთ-ერთი უდიდესი უპირატესობა საქართველოში ერთადერთი გოლფის პროფესიონალური მოედნებია, რომელიც ევროპის საუკეთესო მოედნების სიაში არის შეყვანილი. ასეთი ტიპის უძრავი ქონების პოპულარობა დღითიდღე იზრდება მსოფლიოში და უფრო მეტი გოლფის მოყვარული ქართველი თუ უცხოელი ხდება დაინტერესებული სახლის სწორედ ასეთი სახის საცხოვრებელ კომპლექსში შეძენით.

თბილისი ჰილსი გამოირჩევა მისი სამეზობლოთიც, რომლებსაც ერთმანეთთან მეგობრობა, საერთო ინტერესები და ხშირად საქმეც აკავშირებთ. კომპლექსში აქტიურად იგეგმება სპეციალურად რეზიდენტებისათვის მოწყობილი შეხვედრები და ღონისძიებები, რომელიც კიდევ უფრო ამარტივებს და სასიამოვნოს ხდის ურთიერთობებს.

5. დიდი პოტენციალი და მომავლის გეგმები

უძრავ ქონებაზე ფასები ყოველწლიურად იზრდება, რაც, რა თქმა უნდა, იმოქმედებს თბილისი ჰილსის ყველა მიმართულების უძრავ ქონებაზეც, ამიტომ, თუ კაპიტალის დაბანდებას ფიქრობთ, სწორად უნდა განსაზღვროთ როგორც მოსალოდნელი ფასთა ცვლილებები, ასევე ის სამომავლო გეგმები და მიმდინარე პროექტები, რასაც საცხოვრებელი კომპლექსი გთავაზობთ.

ახალ აპარტამენტებთან ერთად თბილისი ჰილსში მიმდინარეობს ცენტრალური პარკისა და კომერციული სივრცის მშენებლობა, რომელიც გააერთიანებს ისეთ ობიექტებს, როგორიცაა მაღაზია, აფთიაქი, კაფე და სხვა მსგავსი დაწესებულებები.

ტერიტორიაზე ასევე იწყება საქართველოში ყველაზე დიდი სპორტულ გამაჯანსაღებელი კომპლექსის მშენებლობა, რომელიც მოიცავს ისეთ სივრცეებს, როგორიცაა: ღია და დახურული აუზები, ტენისის და პიკელბოლის მოედნები, სპა, რესტორანი, იოგას ოთახი, ბიზნეს ლაუნჯი და სხვა სამუშაო თუ მოსასვენებლი სივრცეები. კომპლექსი ნებისმიერ რეზიდენტსა თუ უბრალოდ სტუმარს შესთავაზებს სრულიად უნიკალურ და უკონკურენტო გამოცდილებას ველნესის მიმართულებით.

გოლფის მოედნების გვერდით შენდება საქართველოში პირველი გოლფერების ქლაბჰაუსი, რომელიც წარმოადგენს საერთო ჰაბს პროფესიონალი თუ უბრალოდ მოყვარული გოლფერებისათვის მთელი მსოფლიოდან.

თუკი გსურთ თქვენი ინვესტიცია სწორად დააბანდოთ და შეიძინოთ მიწის ნაკვეთი ან აპარტამენტი, რომლის ღირებულებაც 5 წელიწადში გაცილებით მაღალი იქნება, მაშინ თბილისი ჰილსი თქვენთვის ყველაზე სწორი არჩევანია.

Share via