სასურველი სახლის შერჩევის დროს თითოეული დეტალი გასათვალისწინებელია. ყოველი მცირე ამბავი შესაძლოა დიდ პრობლემად გადაიქცეს და ისეთი ახალი თავსატეხები აღმოაჩინო, აქამდე რომ საერთოდ არ გიფიქრია. ამიტომ, სანამ სახლის ყიდვის გადაწყვეტილებას მიიღებ, არაერთხელ უნდა დაფიქრდე და შეარჩიო ვარიანტი, რომელიც იდეალურად ერგება ოჯახის ყოველ წევრს, მასში დაბრუნება კი ყოველთვის სიხარულთან ასოცირდება.

სიმშვიდე და უსაფრთხოება პირველია, რაც სახლის შეძენის დროს უნდა გაითვალისწინო, რადგან შეუძლებელია მოდუნდე და დაისვენო იქ, სადაც თავს დაცულად არ გრძნობ. თბილისი ჰილსში არსებული 200 მდე კამერა, რომელიც 24 საათის განმავლობაში აკონტროლებს კომპლექსის ტერიტორიას, საშუალებას იძლევა არ იყო მუდამ შფოთვასა და დარდში, რომ საფრთხე გემუქრება შენ, ან შენს საკუთრებას. მარტივი ხდება სახლის მარტო დატოვება და ქალაქიდან გასვლა, ბავშვების დამოუკიდებლად გაშვება ბუნებაში სათამაშოდ და ზოგადად სეირნობა დღის ნებისმიერ მონაკვეთში.

ერთი შეხედვით შეუმჩნეველ და მცირე პრობლემებზე ხანდახან მთელი დღეც კი იკარგება და სამსახურის თუ პირადი საქმეები გვერდზე გრჩება. შეუძლებელია შეინარჩუნო სულიერი სიმშვიდე და ჰარმონია, ან შეეჭიდო ურთულეს დავალებას, როდესაც სახლში რაღაც არ არის წესრიგში ან გაუმართავია. თბილისი ჰილსის კეთილმოწყობის გუნდი მუდმივად მზად არის მოაგვაროს ნებისმიერი ტექნიკური პრობლემა, რაც შესაძლოა მოულოდნელად დაგატყდეთ თავს. გუნდი ასევე უფრთხილდება მაცხოვრებლების უძვირფასეს დროსა და კომფორტს და ყოველდღიურად ზრუნავს კომპლექსში საერთო სივრცეების მოწესრიგებაზე, ნაგვის გატანაზე, სახლებთან არსებული ბაღებისა და გამწვანების მოვლაზე და ყველა იმ დეტალზე, რაც ერთი შეხედვით მარტივი ჩანს, თუმცა რეალურად ძალიან ბევრ დროსა და რესურსს მოითხოვს.

რამდენადაც აუცილებელია უსაფრთხოება და კომფორტი, არასდროს უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბუნებას ადამიანის ცხოვრებაში ძალიან დიდი როლი უკავია და მასთან სიახლოვე გადამწყვეტი მნიშვნელობისაა ინდივიდის ფიზიკური თუ მენტალური ჯანმრთელობისათვის. ეკოლოგიურად სუფთა და ჯანსაღი გარემო დადებითად აისახება ბავშვების გაზრდის პროცესზეც. სამწუხაროდ, ოჯახების უმეტესობას რთული არჩევანის გაკეთება უწევთ, როდესაც საქმე სახლის შერჩევას ეხება. უპირატესობა მიანიჭონ სახლს მწვანე და ჯანსაღ გარემოში ქალაქიდან შორს, თუ დარჩნენ ქალაქში, თუმცა შეეგუონ გამონაბოლქვსა და დაბინძურებულ ჰაერს. თბილისი ჰილსი ქალაქის ცენტრიდან სულ რაღაც 15 წუთის მანძილზე მდებარეობს, თუმცა მისი ეკოსისტემა სრულიად მრავალფეროვანი და უნიკალურია. კომპლექსი სავსეა გამორჩეული მცენარეებით, რაც უზრუნველყოფს ჟანგბადით სავსე და მშვიდ, ჰარმონიულ გარემოს. ამასთან ერთად, კომპლექსიდან იშლება თბილისისა და შავნაბადას მონასტრის პანორამული ხედები, რაც საშუალებას იძლევა დღის ნებისმიერ მომენტში შენი ეზოდან დატკბე მუდმივად მოძრავი ქალაქის პეიზაჟებით.

სახლის შერჩევა მარტივი არასდროსაა. როდესაც არჩევანის თავისუფლება დიდია, გადაწყვეტილების მიღება კიდევ უფრო რთული ხდება, თუმცა მთავარია ზუსტად ვიცოდეთ, თუ როგორი გვინდა იყოს ჩვენი მომავალი და ყოველდღიურობა, შემდეგ კი ყველაფერი გაცილებით მარტივი და აშკარა ხდება.

Share via