KTA

ეს ის სახლია, სადაც დილა მშვიდად თენდება; ბუნება, სიმწვანე და ჟანგბადით გაჯერებული მთის სუფთა ჰაერი ენერგიით გავსებთ და დადებითად დამუხტული იწყებთ წარმატებულ დღეს.
აქ თქვენი ოჯახი ჯანსაღ და უსაფრთხო გარემოშია; ჩვენს მიერ შექმნილი კომფორტი კი გარიდებთ ყოველდღიურ საზრუნავს და საშუალებას გაძლევთ, განიტვირთოთ და დატკბეთ ცხოვრებით ბუნებასთან ჰარმონიაში.
სახლი „KTA“ ესტონური კომპანიის „Kadark Tüür Architects“-ის მიერ დაპროექტდა და მისი არქიტექტურა იდეალურად ერწყმის ლანდშაფტსა და მიმდებარე ტერიტორიას.
საერთო ფართი: 506.1 m²
მიწის ნაკვეთის ფართობი: 1772.0 m²
საცხოვრებელი ფართი: 246.7 m²
საზაფხულო ფართი: 259.4 m²
სართულების რაოდენობა: 2
ოთახები:
1 მისაღები ოთახი
4 საძინებელი
სამზარეულო და სასადილო ოთახი
3 სველი წერტილი
ღვინის მაცივარი
გათბობა-გაგრილების სისტემა და იატაკის გათბობა
პარკინგი ორი მანქანისთვის
“თბილისი ჰილსის“ ყველა მაცხოვრებელი სარგებლობს უსაფრთხოებისა და ტერიტორის კეთილმოწყობის უმაღლესი დონის მომსახურებას, რაც უზრუნველყოფს კომფორტს, სრულ დაცულობასა და თქვენი ქონების გრძელვადიანი ღირებულების შექმნას.
• 24/7 უსაფრთხოება და ვიდეოკონტროლი – ტერიტორიის პატრულირება, ვიდეოკამერები, ჭკვიანი ბარიერები და დახმარება მაცხოვრებლებისთვის
• ინფრასტრუქტურის მოვლა – გზების, სანიაღვრე სისტემების, გარე განათებისა და ტერიტორიაზე არსებული ყველა კომუნიკაციის რეგულარული ინსპექტირება და ტექნიკური მოვლა
• პროფესიონალური გამწვანება – გაზონების რეგულარული მოვლა, მორწყვა, განოყიერება და მცენარეების ჩანაცვლება
• ყოველდღიური დასუფთავება და ნარჩენების მართვა – ქუჩების, ურნებისა და საერთო სივრცეების სისუფთავის დაცვა
• გარე განათება – გამართული განათება ტერიტორიის ყველა განვითარებულ სექტორში
გამჭვირვალე საფასო პოლიტიკა
თქვენი ყოველთვიური მომსახურების გადასახადი დათვლილია თქვენი უძრავი ქონების შიდა და გარე ფართობების მიხედვით.