Roadside Villa 2

დახვეწილი და თანამედროვე ორსართულიანი კერძო ვილა “თბილისი ჰილსში“, შექმნილი თანამედროვე ცხოვრების სტილისთვის და ქალაქზე გადაშლილი პანორამული ხედებით.
ZROBIM-ის არქიტექტორთა მიერ დაპროექტებული, სრულად მოწყობილი ვილა აერთიანებს ესთეტიკასა და თანამედროვე მინიმალიზმს – გამოირჩევა უახლესი არქიტექტურული ხაზებით, ფართო სივრცეებითა და ბუნებრივი განათებით გაჯერებული ინტერიერით. ვილის შიდა ფართობია 307 მ² და მოიცავს ღია გეგმარების პირველ სართულს, სადაც განთავსებულია 68 მ²-ის სამზარეულო-სასადილო ზონა, 49 მ²-ის მისაღები ოთახი, სათავსო და სველი წერტილი. იატაკიდან ჭერამდე ვიტრაჟები და ტერასა ჰარმონიულად აკავშირებს შიდა სივრცეს გამწვანებულ გარემოსთან.
ზედა სართულზე განლაგებულია სამი დიდი საძინებელი, მათ შორის მდიდრულად მოწყობილი მასტერ-სუიტი, ორი თანამედროვე სველი წერტილი და მისაღები სივრცე, რომელიც ორ ტერასას უერთდება. დაგეგმარების თითოეული დეტალი გათვლილია კომფორტსა და პირად სივრცეზე.
ვილა აშენებულია უმაღლესი ხარისხის მასალებით და აღჭურვილია პრაქტიკული სათავსოებით, რაც ქმნის კომფორტულ საცხოვრებელ გარემოს.
მდებარეობს C2 სექტორის გამწვანებულ ზონაში და თითოეული ოთახიდან იშლება თბილისის გასაოცარი პანორამული ხედები.
მთავარი ადგილმდებარეობა – ფეხით სავალ მანძილზე მდებარეობს:
• გოლფის მოედნები;
• ONO at Hills რესტორანი;
• მაცხოვრებლისთვის ყველა საჭირო ინფრასტრუქტურა.
ძირითადი ინფორმაცია
ტიპი: მიწის ნაკვეთი სრულად დასრულებული და მოწყობილი კერძო ვილით
არქიტექტურული პროექტი: Roadside Villa – ინდივიდუალური დიზაინი ZROBIM-ის არქიტექტორებისგან
ხედები: პანორამული ხედი თბილისზე
სექტორი: სექტორი C2
კადასტრის ნომერი: 81.03.16.128
მიწის საერთო ფართობი: 1235 მ²
საცხოვრებელი ფართობი: 307.98 მ²
• პირველი სართული: 185.44 მ²
• მეორე სართული: 122.54 მ²
ტერასების საერთო ფართობი: 35.13 მ²
• პირველი სართულის ტერასა: 18.06 მ²
• მეორე სართულის ტერასები: 10.27 მ² და 6.80 მ²
საერთო ფართობი: დაახლოებით 343.11 მ²
ჭერის სიმაღლეები:
• პირველი სართულის ძირითადი სივრცეები: 3.30 მ
• მისაღები სივრცე და ოთახები: 2.70 მ
• მეორე სართული (საძინებლები და მისარები სივრცე): 2.85 მ
“თბილისი ჰილსის“ ყველა მაცხოვრებელი სარგებლობს უსაფრთხოებისა და ტერიტორის კეთილმოწყობის უმაღლესი დონის მომსახურებას, რაც უზრუნველყოფს კომფორტს, სრულ დაცულობასა და თქვენი ქონების გრძელვადიანი ღირებულების შექმნას.
• 24/7 უსაფრთხოება და ვიდეოკონტროლი – ტერიტორიის პატრულირება, ვიდეოკამერები, ჭკვიანი ბარიერები და დახმარება მაცხოვრებლებისთვის
• ინფრასტრუქტურის მოვლა – გზების, სანიაღვრე სისტემების, გარე განათებისა და ტერიტორიაზე არსებული ყველა კომუნიკაციის რეგულარული ინსპექტირება და ტექნიკური მოვლა
• პროფესიონალური გამწვანება – გაზონების რეგულარული მოვლა, მორწყვა, განოყიერება და მცენარეების ჩანაცვლება
• ყოველდღიური დასუფთავება და ნარჩენების მართვა – ქუჩების, ურნებისა და საერთო სივრცეების სისუფთავის დაცვა
• გარე განათება – გამართული განათება ტერიტორიის ყველა განვითარებულ სექტორში
გამჭვირვალე საფასო პოლიტიკა
თქვენი ყოველთვიური მომსახურების გადასახადი დათვლილია თქვენი უძრავი ქონების შიდა და გარე ფართობების მიხედვით.