Roadside Villa 4

ელეგანტური და დახვეწილი ორსართულიანი კერძო ვილა “თბილისი ჰილსში“ შექმნილი თანამედროვე ცხოვრების სტილისთვის, რომელიც პანორამულად გადაჰყურებს მთელ თბილისს.
ZROBIM-ის არქიტექტორთა მიერ დაპროექტებული, სრულად მოწყობილი ვილა აერთიანებს ესთეტიკასა და თანამედროვე მინიმალიზმს – გამოირჩევა უახლესი არქიტექტურული ხაზებით, ფართო სივრცეებითა და ბუნებრივი განათებით გაჯერებული ინტერიერით. ვილის შიდა ფართობია 301.67 მ². აქ დაგხვდებათ შთამბეჭდავი, 3 მეტრის სიმაღლის მისაღები ნათელი ღია გეგმარების სამზარეულო-სასადილო სივრცე, თანამედროვე მისაღები ოთახი და ფართო ტერასები, საიდანაც იშლება ხედი ტერიტორიის სრულიად გამწვანებულ გარემოსა და მთელ თბილისზე.
ზედა სართულზე განლაგებულია სამი დიდი საძინებელი, მათ შორის მასტერ-სუიტი, ორი სველი წერტილი და მისაღები სივრცე, რომელიც ორ ტერასას უერთდება. დაგეგმარების თითოეული დეტალი გათვლილია რეზიდენტის კომფორტზე.
ვილა აშენებულია პრემიუმ ხარისხის მასალებით და მოიცავს ფუნქციურ სათავსოებს, რაც უზრუნველყოფს მყუდრო და დახვეწილ საცხოვრებელ გარემოს.
ვილა გარშემორტყმულია გამწვანებული ბუნებით. ყველა ოთახიდან თუ ტერასიდან კი, თბილისზე გასაოცარი პანორამული ხედი იშლება.
ადგილმდებარეობა — ახლოს:
• გოლფის მოედნები
• ONO at Hills რესტორანი
• ტერიტორიაზე არსებული ყველა აუცილებელი ობიექტი
ძირითადი ინფორმაცია
ტიპი: „თბილისი ჰილსის“ კერძო ვილა
არქიტექტურული პროექტი: Roadside Villa – დაპროექტებული ZROBIM-ის არქიტექტორების მიერ
ხედები: პანორამული ხედი თბილისზე
სექტორი: სექტორი C2
საკადასტრო კოდი: 81.03.16.126
მიწის ფართობი: 1244 მ²
საცხოვრებელი ფართობი: 301.67 მ²
• პირველი სართული: 181.79 მ²
• მეორე სართული: 119.88 მ²
ტერასების ფართობი: 35.35 მ²
• პირველი სართულის ტერასა: 18.42 მ²
• მეორე სართულის ტერასა: 10.26 მ²+ 6.67 მ²
საერთო ფართობი: 337.02 მ²
ჭერის სიმაღლეები:
• პირველი სართული: 3 მ
• მეორე სართული (საძინებლები): 2.85 მ
“თბილისი ჰილსის“ ყველა მაცხოვრებელი სარგებლობს უსაფრთხოებისა და ტერიტორის კეთილმოწყობის უმაღლესი დონის მომსახურებას, რაც უზრუნველყოფს კომფორტს, სრულ დაცულობასა და თქვენი ქონების გრძელვადიანი ღირებულების შექმნას.
• 24/7 უსაფრთხოება და ვიდეოკონტროლი – ტერიტორიის პატრულირება, ვიდეოკამერები, ჭკვიანი ბარიერები და დახმარება მაცხოვრებლებისთვის
• ინფრასტრუქტურის მოვლა – გზების, სანიაღვრე სისტემების, გარე განათებისა და ტერიტორიაზე არსებული ყველა კომუნიკაციის რეგულარული ინსპექტირება და ტექნიკური მოვლა
• პროფესიონალური გამწვანება – გაზონების რეგულარული მოვლა, მორწყვა, განოყიერება და მცენარეების ჩანაცვლება
• ყოველდღიური დასუფთავება და ნარჩენების მართვა – ქუჩების, ურნებისა და საერთო სივრცეების სისუფთავის დაცვა
• გარე განათება – გამართული განათება ტერიტორიის ყველა განვითარებულ სექტორში
გამჭვირვალე საფასო პოლიტიკა
თქვენი ყოველთვიური მომსახურების გადასახადი დათვლილია თქვენი უძრავი ქონების შიდა და გარე ფართობების მიხედვით.