სახლის შერჩევა, რომელიც თქვენს ნებისმიერ საჭიროებას დააკმაყოფილებს, არც ისე მარტივია, თუმცა მათთვის, ვინც გამორჩეული დიზაინისა და დიდი ზომის კერძო სახლს ეძებს, მთელი ოჯახისათვის, თბილისი ჰილსის თაუნჰაუსები იდეალური არჩევანია.

დიზაინის პროექტი ქართული არქიტექტურული კომპანიის IM Architecture-ის მიერ არის შექმნილი. შუშის ფასადი სახლებს უნიკალურ იერსა და ხასიათს სძენს, რადგან აქრობს საზღვარს ინტერიერსა და ექსტერიერს შორის. კომპლექსის სიმწვანე, იშვიათი მცენარეები და თბილისის ულამაზესი ხედები ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი ხდება და სიმშვიდისა და მეტი თავისუფლების განცდას აძლიერებს მაშინაც კი, როდესაც მთელ დღეს შინ ატარებ.

საცხოვრებელი სივრცე აღჭურვილია ყოველგვარი საჭიროებით, როგორიცაა:  ელექტროენერგია, გაზი, სასმელი და სარწყავი წყალი, საკანალიზაციო სისტემა და ოპტიკური ინტერნეტი. შავი კარკასის მდგომარეობა კი უზრუნველყოფს იმას, რომ მეპატრონეებმა სრულიად თავიანთი გემოვნებით მოაწყონ ინტერიერი.

თითოეული თაუნჰაუსის დიზაინის სახლს კომპლექსში მცირედით განსხვავებული მონაცემები აქვს, თუმცა კვადრატულობა დაახლოებით ასე გამოიყურება:

საცხოვრებელი ფართი: 183.0 მ²
ტერასები: 107.0 მ²
მიწის ნაკვეთი: 805.0 მ²
პარკირების ადგილი:  54.3 მ²

მშენებლობისას გამოყენებული მასალები უმაღლესი ხარისხისაა და წარმოადგენს მოწინავე ბრენდების პროდუქციას. ბელგიური წარმომავლობის Reynaers-ის ალუმინის კარ-ფანჯარა უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის თბოიზოლაციას. შენობის გარე ნაწილი მთლიანად დასრულებულია და მოპირკეთებულია ყინვა და მზის გამძლე ფასადით. ტერიტორიაზე ასევე გამოყოფილია 2 საპარკინგე ადგილი, თუმცა რაც ნამდვილად ყველაზე მეტად გამოარჩევს სახლს, კეთილმოწყობილი და გამწვანებული ეზოა, ხასხასა ბალახითა და მრავალფეროვანი მცენარეებით.

სიმწვანისა და ეკოლოგიურად ჯანსაღი გარემოს გარდა, კომპლექსში კიდევ არაერთი ბენეფიტით სარგებლობას შეძლებთ. თბილისი ჰილსის ტერიტორიაზე განთავსებულია საქართველოში პირველი 18 ფოსოიანი პროფესიონალური გოლფის მოედანი და დახვეწილი რესტორანი დიდი ტერასითა და უგემრიელესი ევროპული კერძებით. ასევე აქტიურად მუშაობს კეთილმოწყობისა და უსაფრთხოების დეპარტამენტები, რომლებიც მზად არიან დღის ნებისმიერ მომენტში იზრუნონ თქვენს კეთილდღეობასა და მშვიდ ცხოვრებაზე. 200-მდე კამერით აღჭურვილი, 24 საათის განმავლობაში პატრულირებული სივრცე ქმნის დაცულობისა და უსაფრთხოების განცდას ყოველი მაცხოვრებლისათვის.

თბილისი ჰილსის თაუნჰაუსები იდეალურია მათთვის, ვისაც მოსწონს თავისუფლებისა და სივრცის შეგრძნება, მაშინაც კი, როდესაც სახლშია, თუმცა სურს იცხოვროს ყოველმხრივ უსაფრთხო, მშვიდ და კომფორტულ ადგილას, სადაც მისი ყოველი პრობლემა რამდენიმე წუთში გვარდება.

 

Share via