აპარტამენტები
თბილისი ჰილსის აპარტამენტები განკუთვნილია მათთვის, ვისთვისაც ერთნაირად მნიშვნელოვანია, როგორც კომფორტი და ხარისხიანი ინფრასტრუქტურა, ასევე ბუნებასთან სიახლოვე.
ბუნებრივი სიმწვანე, ეკოლოგიურად ჯანსაღი გარემო, უსაფრთხოება 24/7, გამორჩეული სამეზობლო, ხედები ქალაქსა და შავნაბადას მონასტერზე, გოლფის პროფესიონალური მოედნები, რესტორანი, პარკი, ეს ის უპირატესობებია, რომელსაც კომპლექსი აპარტამენტის თითოეულ მაცხოვრებელს სთავაზობს.
კომპლექსი დღითიდღე იზრდება და ვითარდება, აქტიურად ემატება მაცხოვრებლებისთვის შექმნილი ახალი გასართობი თუ მოსასვენებელი სივრცეები, რის გამოც თბილისი ჰილსის აპარტამენტები თქვენი მომავლის იდეალური ინვესტიციაა.