როდესაც თბილისი ჰილსში ცხოვრობ ყოველდღიურობა და რუტინა გაცილებით სასიამოვნო ხდება და სულაც არ ატარებს ნეგატიურ კონტექსტს, რადგან ყოველი ახალი დღე კიდევ ერთი შანსია დატკბე ცხოვრებით.

დილა სიმშვიდით იწყება, თბილისი ჰილსის ცა კი ყოველ მომდევნო დღეს ჯერ კიდევ აღმოუჩენელი, თვალისმომჭრელი ფერებით იღებება. დილის ყავა უფრო გემრიელია, როდესაც აივნიდან შავნაბადას მონასტრის, მყინვარწვერის ან მთელი თბილისის პანორამული ხედები იშლება, გარშემო კი მხოლოდ ჩიტების ხმა ისმის.

დილის სეირნობა მაცხოვრებლების რუტინის განუყოფელი ნაწილია. მრავალფეროვანი ბუნება და გამწვანებული უდიდესი სივრცე დღის ენერგიულად დაწყების წინაპირობაა. კომპლექსში მოწყობილია ველობილიკებიც მათთვის, ვისაც ფეხით სეირნობას ველოსიპედი ურჩევნია. ბუნებაში განთავსებული პარკი კი იდეალური ადგილია, რათა შეისვენო და ძალები აღიდგინო.

გემრიელი ლანჩისთვის მაცხოვრებლები ევროპულ რესტორანს სტუმრობენ, სადაც ლატვიელი შეფი მათ უგემრიელესი კერძებით უმასპინძლდება. რესტორანს დიდი და ლამაზი ტერასა აქვს, რომელიც განსაკუთრებით სასიამოვნოა მზიან დღეებში.

გოლფი თბილისი ჰილსის ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია და თუ ამინდი შესაფერისია, ეს სპორტი მაცხოვრებლების საყვარელი აქტივობაა. საქართველოში გოლფის პირველი პროფესიონალური მოედნები მაქსიმალურად ადაპტირებულია როგორც დამწყები, ასევე პროფესიონალური გოლფერებისთვის. თანაც საკმაოდ ახლოსაა კომპლექსის დასახლებულ ნაწილთან, რაც მაცხოვრებლებისთვის თამაშს კიდევ უფრო კომფორტულს ხდის.

თბილისი ჰილსის საღამოები მშვიდი, თუმცა ხალისიანია. მაცხოვრებლები ხშირად სტუმრობენ ერთმანეთს ვახშამზე, აზიარებენ ინტერესებსა და ახალ აქტივობებს, ან რესტორანში გამართულ სხვადასხვა სახის ღონისძიებას ესწრებიან.

კომპლექსს სულ მალე დაემატება სპორტულ გამაჯანსაღებელი ცენტრი და გოლფერების ქლაბჰაუსი, რაც გააერთიანებს ისეთ სივრცეებს, როგორიცაა: დახურული და ღია აუზები, სპა, საუნა, ტენისის კორტები, მოსასვენებელი და სამუშაო სივრცეები და სხვა. კომპლექსში ახალი ადგილების გაჩენა მაცხოვრებლების ყოველდღიურობას კიდევ უფრო მრავალფეროვანს და დაუვიწყარს გახდის.

 

Share via