ყოველდღიურ ცხოვრებაში სახლთან დაკავშირებული უამრავი პრობლემა შესაძლოა გაჩნდეს, თუმცა კარგია, როდესაც არსებობენ ისეთი ადამიანები, რომლებიც დაბრკოლებებს შენს მაგივრად მოაგვარებენ. ეკოლოგიურად ჯანსაღი გარემო, ბუნებრივი გამწვანება, ხედები მთელ თბილისზე და  მშვიდი, ჰარმონიული სივრცე. ყველაფერი ეს შესაძლოა გახდეს თბილისი ჰილსში სახლის შეძენის მიზეზი, თუმცა კომპლექსის ერთ-ერთ მთავარ უპირატესობას მისი ბენეფიტები წარმოადგენს, რომლით სარგებლობის შესაძლებლობაც ყოველ მაცხოვრებელს აქვს. სწორედ ასეთ ბენეფიტს წარმოადგენს კომპლექსში არსებული კეთილმოწყობის (ტერიტორიის მოვლა-პატრონობა) და უსაფრთხოების დეპარტამენტი, რომელიც 24 საათის განმავლობაში ზრუნავს მაცხოვრებლების მშვიდ და უპრობლემო ყოველდღიურობაზე.

ერთადერთი, რაც თბილისი ჰილსის მაცხოვრებელს კომპლექსში მოეთხოვება, დასვენება და თბილისის ულამაზესი ხედებით ტკბობაა, სანამ ყოველგვარ პრობლემაზე პროფესიონალები ზრუნავენ, იქნება ეს სახლთან თუ გარე სივრცეებთან დაკავშირებული საჭიროებების მოგვარება. კეთილმოწყობის დეპარტამენტი უფრთხილდება მაცხოვრებლების ყველაზე მნიშვნელოვან რესურსს, მათ დროს, ამიტომ ათავისუფლებს მათ ტექნიკური პრობლემებისაგან და აძლევს საშუალებას დაზოგილი ენერგია შემოქმედებისა და პროდუქტიულობისაკენ მიმართონ.

თბილისი ჰილსი, რომელიც FIABCI-ს ოქროს მედლის მფლობელია, როგორც უძრავი ქონების ყველაზე მწვანე პროექტი, არ ღალატობს თავის ღირებულებებს და ყოველდღიურად ზრუნავს, ეკოლოგიურად ჯანსაღი, სუფთა და უსაფრთხო გარემოს შექმნაზე. მრავალფეროვანი მცენარეები და ბუნებრივი გამწვანება კომპლექსის 90%-ს შეადგენს და წარმოადგენს ერთ-ერთ მთავარ ფაქტორს, რაც თბილისი ჰილსს გამოარჩევს ქალაქში სხვა საცხოვრებელი კომპლექსებისგან. გამწვანების სპეციალური გუნდი დაუღალავად შრომობს, რათა ტერიტორია მუდამ ხასხასა და ჯანსაღი იყოს. ევროპული, უმაღლესი ხარისხის ირიგაციის სისტემა რწყავს მცენარეებსა და ბალახს, ხოლო სვიპერები რეცხავენ ქუჩებსა და გზებს, რათა საავტომობილო გზა, სასეირნო და მოსასვენებელი სივრცეები მუდამ სუფთა და მოწესრიგებული იყოს.

კომპლექსის მაცხოვრებლები ბუნებასთან კავშირს მაშინაც კი არ კარგავენ, როდესაც სახლში არიან. აპარტამენტების სადარბაზოებში, ყოველ სართულზე განთავსებულია გამორჩეული და უნიკალური მცენარეები, რომელიც ინტერიერს სიმშვიდესა და სიჯანსაღეს მატებს. სადარბაზოები ასევე აღჭურვილია სპეციალური არომატიზატორებით, რათა შენობაში მუდამ სასიამოვნი სურნელი იყოს.

კეთილმოწყობის დეპარტამენტის მთავარ მოვალეობას კომპლექსის გამართულად ფუნქციონირების უზრუნველყოფა წარმოადგენს, წელიწადის ნებისმიერ დროს. თბილისი ჰილსისათვის დაბრკოლებას არ წარმოადგენს დიდთოვლობა ან ჭარბი ნალექი, რადგან კომპლექსი აღჭურვილია ყოველგვარი საჭირო ტექნიკით. დეპარტამენტის წევრები პასუხისმგებელი არიან ძირითადი ინფრასტრუქტურის, ობიექტებისა და საერთო ტერიტორიების მოვლა-პატრონობაზე, სახლების შემოგარენის დასუფთავებაზე, რაც მოიცავს განაშენიანებული ნაწილის გზებისა და მიმდებარე ტერიტორიების წმენდას, საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვას, გარე განათების უზრუნველყოფასა და გამწვანებას. ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს ასევე წარმოადგენს მიწისქვეშა კომუნიკაციებისა და საჰაერო ხაზების გამართული და უხარვეზო ფუნქციონირება. კომპლექსში არსებული უმაღლესი ხარისხის ევროპული ტექნიკა ამარტივებს ყოველდღიურობას, როგორც მაცხოვრებლებისათვის, ასევე კეთილმოწყობის დეპარტამენტის თავდადებული და პროფესიონალი პერსონალისთვის.

თბილისი ჰილსის გუნდი მაქსიმალურად უსაფრთხო და დაცულ გარემოს ქმნის თქვენთვის. კეთილმოწყობის დეპარტამენტების გარდა, სპეციალური უსაფრთხოების დეპარტამენტი გულმოდგინედ მუშაობს თითოეული მაცხოვრებლის კეთილდღეობისა და სიმშვიდის შესაქმნელად. გუნდი შედგება გამოცდილი პერსონალისგან, რომელიც იყენებს სათვალთვალო სისტემებსა და ატარებს 24/7 მონიტორინგს კომპლექსის ტერიტორიაზე. მომსახურება მოიცავს კომპლექსში პატრულირებასა და მის კონტროლს 24 საათის განმავლობაში, 200-მდე სათვალთვალო კამერით, რაც საშუალებას აძლევს მაცხოვრებლებს თავი მშვიდად იგრძნონ დღის ნებისმიერ დროს, მაშინაც კი, როდესაც სახლში არიან, და როდესაც სახლს მარტო ტოვებენ. თბილისი ჰილსი ყველაზე უსაფრთხო ადგილია ბავშვებისთვისაც, რადგან ტერიტორიაზე მკაცრად კონტროლირდება უცხო პირების შემოსვლა.

თბილისი ჰილსი თავის მაცხოვრებლებს სთავაზობს სივრცეს, სადაც მათი ყოველი პრობლემა სულ რაღაც რამდენიმე წუთში გვარდება, კომპლექსში კი ყოველთვის მოიძებნება ადამიანი, რომელიც მზადაა ტექნიკური თუ ლოჯისტიკური დახმარება გაუწიოს მაცხოვრებელს. სწორედ ნაკლები თავის ტკივილის, პასუხისმგებლობებისა და პრობლემების შემცირებით თბილისი ჰილსი ქმნის გარემოს, სადაც ცხოვრება მშვიდი, ჰარმონიული და სასიამოვნოა. მაცხოვრებლებს კი მეტი დრო რჩებათ მოდუნდნენ, დრო დაუთმონ საყვარელი საქმის კეთებასა და ძვირფას ადამიანებთან ურთიერთობას.

მომსახურება, რომელსაც „თბილისი ჰილსი” სთავაზობს მაცხოვრებლებს, უნიკალური, გამართული და კომფორტულია. ორიენტირებულია სიმშვიდესა და მაცხოვრებლების მაქსიმალურ კეთილდღეობაზე, რათა სახლში დაბრუნება არ ასოცირდებოდეს დარდსა თუ ნერვიულობასთან. თბილისი ჰილსი ნერგავს ცხოვრების მაღალ სტანდარტს, გარემო კი, რომელსაც ეს სივრცე თავად ქმნის, მიზნად ისახავს იქცეს ადგილად, სადაც შეგიძლია მოდუნდე და აკეთო ყველაფერი ის, რისი კეთებისთვისაც დრო არ გყოფნის.

Share via