ჰაერის დაბინძურება მზარდი პრობლემაა მსოფლიოს მრავალ ქალაქში. ამ მხრივ არც თბილისი (საქართველო) გამოირჩევა. განვლილი ათწლეულის განმავლობაში ქალაქში დაფიქსირდა ჰაერის დაბინძურების მზარდი დონე, მაცხოვრებელთა ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე მნიშვნელოვანი ნეგატიური გავლენით.

თბილისში ჰაერის მთავარი დამაბინძურებელი ნივთიერებაა PM 2.5. PM ნიშნავს ნივთიერების ნაწილაკს. PM 2.5 არის ნივთიერების წვრილი ნაწილაკი, რადგან არსებობს 2.5 მიკრომეტრზე (μm) პატარა დიამეტრის მქონე ნაწილაკებიც.

წყარო: „IQAir“-ის მიერ 2021 წელს მომზადებული „ანგარიში ჰაერის ხარისხის შესახებ“

დამაბინძურებელი ნივთიერება
PM 2.5
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯმო) მიერ რეკომენდებული დონე
 10 მკგრ/მ³
საშუალო დონე თბილისში 2021 წ.
20.4 მკგრ/მ³
რეკომენდებული დონის გადაჭარბების მაჩვენებელი
104%

წყარო: „IQAir“-ის მიერ 2021 წელს მომზადებული „ანგარიში ჰაერის ხარისხის შესახებ“

კიდევ ერთი მთავარი დამაბინძურებელი ნივთიერებაა PM 10, რომელიც წარმოადგენს ნაწილაკებს, რომელთა დიამეტრი არ აღემატება 10 მიკრომეტრს (μm).

წყარო: „IQAir“-ის მიერ 2021 წელს მომზადებული „ანგარიში ჰაერის ხარისხის შესახებ“.
ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.iqair.com/georgia/t-bilisi/tbilisi

დამაბინძურებელი ნივთიერება
PM 10
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯმო) მიერ რეკომენდებული დონე
 20 მკგრ/მ³
საშუალო დონე თბილისში 2021 წ.
40 მკგრ/მ³
 რეკომენდებული დონის გადაჭარბების მაჩვენებელი
100%

წყარო: „IQAir“-ის მიერ 2021 წელს მომზადებული „ანგარიში ჰაერის ხარისხის შესახებ“.
ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.iqair.com/georgia/t-bilisi/tbilisi

ადამიანის მიერ დაბინძურებული ჰაერით ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში სუნთქვა იწვევს ინფარქტს, ასევე ფილტვის და გულის პრობლემებს. ეს პრობლემები დროთა განმავლობაში ვითარდება და მეტწილად მოხუცებს წარმოექმნება.  თუმცა, ამ მხრივ ყველაზე მეტად მოწყვლადი ბავშვები არიან. დაბინძურებული ჰაერი იწვევს ტვინის განვითარების შენელებას და მის დაზიანებას. ამ ზემოქმედების მიზეზი იმაში მდგომარეობს, რომ ბავშვების ტვინი განსაკუთრებით ვითარდება და იზრდება ცხოვრების პირველი წლების განმავლობაში. მათ ტვინში მიმდინარე ამ მნიშვნელოვანი ცვლილებების გამო, ბავშვები განსაკუთრებით მგრძნობიარე არიან დამაზიანებელი ნაწილაკების მიმართ, რომლებიც მათ ტვინში შეაღწევს.

ამიტომ არის ასე მნიშვნელოვანი ჩვენთვის „თბილისი ჰილზში“ ვიცხოვროთ მწვანე, ეკოლოგიურ გარემოში. ჩვენი ტერიტორია გამწვანებულია, რაც წარმოქმნის ჟანგბადს და შეიწოვს შესაძლო დაბინძურების ნაწილს. ჩვენ ქალაქის მთიან ზონაში ვართ. „თბილისი ჰილზსი“ ქალაქის ცენტრიდან მოკლე დისტანციაზე მდებარეობს. მგზავრობისას თქვენ გასცდებით ქალაქის აურზაურს და შეხვალთ ბუნების ოაზისში. ჩვენი დასახლება ქალაქს გადმოჰყურებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ქარის გამო აქ ჰაერი კარგად ცირკულირებს. ეს პროცესი ნაკლებად არის გამოხატული თბილისში, მისი გეოგრაფიული ადგილმდებარეობის გამო. ქალაქი ხეობაშია განლაგებული, ე.ი. მას გარს მთები არტყავს. ქალაქის მაცხოვრებლისთვის მნიშვნელოვანია ისეთ ადგილზე ცხოვრება, რომელიც უკეთესია ბავშვების ჯანმრთელობისა და განვითარებისთვის, რათა მათ მივცეთ ხარისხიანი ცხოვრების შესაძლებლობა.

ზაფხული მოდის და ჰაერის დაბინძურების დონე რეალურად იმატებს. ეს ხდება ჰაერის თბილი ტემპერატურის გამო, თუმცა ასევე იმიტომაც, რომ სითბოში ჰაერი ნაკლებ მოძრაობს. ეს პრობლემები კიდევ უფრო გაიზრდება დროთა განმავლობაში. ამაზე მოქმედებს ქალაქში გაზრდილი ავტომობილების რაოდენობაც. ამ ავტომობილების მთლიანად ელექტრო მანქანებით ჩანაცვლებას ქალაქში დიდი დრო დასჭირდება. მნიშვნელოვანი სტრუქტურული ცვლილებების განხორციელებამდე შეგვიძლია უკვე არსებულ გადაწყვეტილებებზე გავამახვილოთ ყურადღება.

ქალაქში ჰაერის დაბინძურების ერთი პოტენციური გადაწყვეტილებაა შემოსაზღვრულ და გამწვანებულ ტერიტორიაზე ცხოვრება, სადაც სუფთა ჰაერია. ამგვარი დასახლებები იქმნება მაცხოვრებლებისთვის სუფთა და ჯანსაღი გარემოს შესაქმნელად, ქალაქის დაბინძურებული გარემოსგან და ხმაურისგან მოშორებით. აქ ხშირად ეწყობა პარკები, ბაღები და სხვა მწვანე სივრცეები, რაც ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებას და ჯანმრთელობის პრობლემების რისკის შემცირებას უწყობს ხელს. სუფთა ჰაერი ასევე აუმჯობესებს ძილის ხარისხს, რაც, თავის მხრივ ხელს უწყობს ენერგიის ზრდას და გონებრივ ჯანმრთელობას.

Share via