საქართველოში პირველი მრავალფუნქციური ქლაბჰაუსი წარმოადგენს სივრცეს, რომლის მთავარი მიზანია გააერთიანოს პროფესიონალი თუ დამწყები გოლფერები მთელი მსოფლიოდან. ქლაბჰაუსი წარმოადგენს შესაძლებლობას გოლფის მოყვარულებისთვის, გაატარონ დღე სასიამოვნოდ და პარალელურად დატკბნენ თვალისმომჭრელი პეიზაჟებით. ეს არის ადგილი, სადაც გოლფის ენთუზიასტებს აქვთ საშუალება დაამყარონ ერთმანეთთან, როგორც პროფესიული, ასევე მეგობრული კავშირები.

ქლაბჰაუსის დიზაინი „თბილისი ჰილსის” არქიტექტორებისა და ჰოლანდიური კომპანიის Mecanoo-ს კოლაბორაციით არის შექმნილი. შენობის ინტერიერი და კონცეფციაც მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება, დააკმაყოფილოს კლუბის წევრების ყოველი საჭიროება და დაამყაროს სრულყოფილი ბალანსი თანამედროვე ფუფუნებასა და ჯანსაღ, სპორტული ცხოვრების წესს შორის.

გოლფერების ქლაბჰაუსი არაერთ მნიშვნელოვან ობიექტს აერთიანებს. გოლფის აქსესუარების მაღაზია თანამედროვე და ხარისხიან აღჭურვილობის გარანტია, როგორც დამწყები, ასევე პროფესიონალი მოთამაშეებისათვის, გამოსაცვლელი ოთახები კი სტუმრებისათვის სუფთა და დახვეწილ პირად სივრცეს უზრუნველყოფს. ექსკლუზიური საუნა პანორამული ხედებით ემსახურება დასვენებას, განტვირთვასა და დეტოქსიკაციას დამღლელი დღის შემდეგ, იგივე ფუნქციას ითავსებს რესტორანი და ბარი, გამორჩეული კერძებითა და ალკოჰოლური სასმელებით.

მრავალფუნქციური ღონისძიებების ზონა წარმოადგენს პრივატულ და დახვეწილ სივრცეს, ექსკლუზიურად კლუბის წევრებისათვის, კორპორაციული ღონისძიებებისა თუ სხვა სოციალური აქტივობების მოსაწყობად. ქლაბჰაუსში განთავსებული Tbilisi Hills Golf and Residences-ის ადმინისტრაციული ნაწილი კი პროფესიონალი და მეგობრული ადამიანების ერთობაა, რომელიც მზადაა კლუბის წევრებსა თუ სტუმრებს, ნებისმიერ დროს დაეხმაროს.

თბილისი ჰილსის ქლაბჰაუსი შექმნილია, რათა ხელი შეუწყოს გოლფერების საზოგადოების ზრდასა და გაძლიერებას. ის წარმოადგენს სივრცეს, სადაც კლუბის წევრებს აქვთ საშუალება შეიკრიბონ სისტემატურად, გაიზიარონ ერთობლივი ინტერესები, შეიძინონ ახალი მეგობრები და შექმნან დაუვიწყარი მოგონებები.

 

Share via