Tbilisi Hills მზის ელექტრო-სადგური
მსოფლიო მიისწრაფვის მდგრადი რესურსების გამოყენებისკენ, მათ შორის ელექტროენერგიის ალტერნატიული წყაროებისკენ, Tbilisi Hills მზის ენერგიის გამომმუშავებელი საკუთარი პარკით მსოფლიო ტენდენციებს შეუერთდა. მისი მშენებლობა სულ ახლახან დასრულდა. მზის ელექტრო-სადგური უკვე ფუნქციონირებს და უზრუნველყოფს მდგრადი ენერგიით ამარაგებს „თბილისის ჰილსის“ ტერიტორიას.
თავად პარკი გარდაბნის მუნიციპალიტეტში, თელეთში 7000 კვადრატულ მეტრ ფართობზეა გაშენებული, რისთვისაც 0,5 მილიონი დოლარი გამოიყო. მზის ელექტრო-სადგურს აქვს შესაძლებლობა გამოიმუშავოს ნახევარ მეგავატამდე სიმძლავრის მზის ენერგია, რაც საკმარისზე მეტია მთელი „თბილისი ჰილსის“ ტერიტორიის მოსამარაგებლად, რომელიც 331 ჰექტარზეა გადაჭიმული.
ცოტა ხნის წინ, უძრავი ქონების საერთაშორისო ფედერაციამ FIABCI-მ Tbilisi Hills ოქროს პრიზით დააჯილდოვა, როგორც წლის ყველაზე ეკოლოგიურად სუფთა პროექტი. დიდი პატივია ასეთი საერთაშორისო აღიარებისა და ინდუსტრიაში საუკეთესოს წოდების მოპოვება.
ვიაზრებთ რა პასუხისმგებლობას, პრიზი აორმაგებს ჩვენს მოტივაციას, რათა შემართებით გავაგრძელოთ საქართველოში ყველაზე მწვანე საცხოვრებელი რეზიდენციის მშენებლობა.