თბილისი ჰილსის მულტიფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი უკვე გამორჩეულია ტერიტორიაზე მრავალფეროვანი ობიექტების სიმრავლით: საქართველოში პირველი პროფესიონალური გოლფის მოედნები, ევროპული რესტორანი პრემიუმ ხარისხის მომსახურებით, ბუნებაში განთავსებული პარკი. თუმცა, სულ მალე პროექტს ქვეყანაში ყველაზე დიდი სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი დაემატება.


სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი თბილისი ჰილსში განტვირთვისა და დასვენების ფუნქციას შეითავსებს მაცხოვრებლებისა თუ სტუმრებისათვის და უკონკურენტო სივრცეს შესთავაზებს მათ, ვინც უპირატესობას ფიზიკურ კეთილდღეობას ანიჭებს.

არაერთი ჯილდოს მფლობელმა და საერთაშორისოდ აღიარებულმა, ესპანურმა არქიტექტურულმა კომპანიამ, OAB Studio-მ უკვე დაასრულა პროექტის დიზაინზე მუშაობა და კომპლექსის მშენებლობაც თბილისი ჰილსში სულ მალე დაიწყება. შენობის არქიტექტურული სტრუქტურა გამორჩეულია და ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს, მაქსიმალურად გააერთიანოს პრაქტიკულობა და ესთეტიკური მიმზიდველობა, რაც დაუვიწყარ თავგადასავალს შექმნის თითოეული ადამიანისთვის. პროექტის უნიკალური მდებარეობა გულგრილს არავის დატოვებს, რადგან კომპლექსი სტუმრებს 360 გრადუსიან პანორამულ ხედს შესთავაზებს შავნაბადას მონასტერსა და ქალაქის პეიზაჟზე.


თბილისი ჰილსის ახალი წამოწყება კომპლექსის სტუმრებისა და მაცხოვრებლების ინდივიდუალურ საჭიროებებზე იქნება მორგებული. ტერიტორიაზე განთავსდება ღია და დახურული საცურაო აუზები, მათ მეზობლად კი მოეწყობა მზის აბაზანების მისაღებად განკუთვნილი მოსასვენებელი სივრცე. მეორე სართულზე განთავსდება კაფე ტერასა, რომელიც სტუმრებს გასაოცარ ხედებსა და მშვიდ ატმოსფეროს შესთავაზებს. მეტი რელაქსაციისათვის მომხმარებლებს ასევე ექნებათ შესაძლებლობა ესტუმრონ სპასა და საუნას.


კომპლექსში მოეწყობა ჩოგბურთისა და პიკელბოლისთვის განკუთვნილი მოედნები, სატრენაჟორო დარბაზი და იოგის ოთახი. გარდა ამისა, კომპლექსში გათვლილია დიდი ლაუნჯისა და სამუშაო სივრცის არსებობა მათთვის, ვისაც მუშაობა ტერიტორიის დატოვების გარეშე სურს.

Share via