თუკი აპარტამენტის შეძენა თბილისში გაქვთ გადაწყვეტილი და თან გსურთ, რომ არ დადგეთ იმ პრობლემების წინაშე, რასაც ხმაური, დაბინძურებული ჰაერი თუ სივრცის ნაკლებობა წარმოადგენს, მაშინ უმჯობესია არჩევანი ქალაქის ყველაზე მასშტაბურ საცხოვრებელ კომპლექსზე შეაჩეროთ. თბილისი ჰილსის ტერიტორიაზე 3 ოთხსართულიანი შენობა აშენდება, რომელთაგან თითოეულშიც 44 აპარტამენტი იქნება განთავსებული.

აპარტამენტების წინასწარი გაყიდვები უკვე დაწყებულია და ბინები 15 პროცენტიანი ფასდაკლებით, შეზღუდული რაოდენობით გაიყიდება. აპარტამენტების პირველ მყიდველებს საშუალება ექნებათ ისარგებლონ ექსკლუზიური შეღავათებითა და საუკეთესო პირობებით.

მიზეზი თუ რატომ უნდა შეაჩეროთ არჩევანი თბილისი ჰილსის ახალ, გამორჩეული კონცეფციის აპარტამენტებზე, ბევრია, თუმცა შევეცდებით რამდენიმე მთავარი გამოვყოთ.

უნიკალური ლოკაცია – თბილისის ცენტრიდან 15 წუთის გზაზე

თბილისი ჰილსის კომპლექსი კრწანისთან ახლოს მდებარეობს და თავისუფლების მოედანს მხოლოდ 15 წუთის სამანქანო გზა აშორებს. კომპლექსის გამორჩეული ლოკაცია მაცხოვრებლებს საშუალებას აძლევს იყვნენ ქალაქის ცენტრთან ახლოს, თუმცა ამავდროულად იცხოვრონ მშვიდ, ეკოლოგიურად ჯანსაღ გარემოში, უნიკალური ბუნებითა და ბუნებრივი გამწვანებით.

აპარტამენტების ფანჯრებიდან იშლება პანორამული ხედები მთელ თბილისსა და შავნაბადას მონასტერზე.

რეკრეაციული სივრცეები და გამწვანება

აპარტამენტის შეძენისას დიდი მნიშვნელობა აქვს გამწვანებისა და რეკრეაციული სივრცეების არსებობას, რათა გააჩინოს სახლში თავისუფლებისა და სივრცის განცდა. თბილისი ჰილსის აპარტამენტებს გამოარჩევს მზის ელემენტებზე მომუშავე, თვითგაგრილებადი ატრიუმი, რომელიც წარმოადგენს მოსასვენებელ ადგილს მაცხოვრებლებისათვის. სივრცე აღჭურვილი იქნება კომფორტული ავეჯითა და მცენარეებით, რაც შექმნის იდეალურ გარემოს მუშაობისა და სოციალიზაციისათვის.

აპარტამენტების წინ ასევე მოეწყობა ორ ჰექტარზე გაშენებული ცენტრალური პარკი, რომელიც გააერთიანებს სტადიონებსა და ბავშვთა გასართობ სივრცეებს.

ევროპული ხარისხის სტანდარტები და პირადი სივრცის განცდა

აპარტამენტები იქმნება ევროპული ხარისხის სტანდარტების დაცვით, რაც გულისხმობს უმაღლესი ხარისხის ევროპულ სამშენებლო მასალას, გამართულ ინფრასტრუქტურას, სახანძრო უსაფრთხოებასა და ლიფტს. თითოეული კორპუსის მიწისქვეშა სართული დაეთმობა პარკინგს, სადაც მოეწყობა სპეციალური სათავსოები. ტერიტორიაზე გაკეთდება გარე პარკინგიც, სადაც ერთი ადგილი უფასოდ გადაეცემა აპარტამენტის მფლობელს.

სახლის შეძენისას ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი მაინც კომფორტი და პირადი სივრცის განცდაა, რითაც პირველ რიგში გამოირჩევა თბილისი ჰილსის ახალი აპარტამენტები. თითოეულ აპარტამენტში შენარჩუნებული იქნება სივრცის შეგრძნება, რასაც ხელს სლაიდური ვიტრაჟები და მაღალი ჭერი შეუწყობს, რომლის სიგრძეც 3.5 მეტრს შეადგენს. (პენტჰაუსებში 3.8-ს) იზოლირებული აივნები და ხმაგაუმტარი კედლები კი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ ყოველი მაცხოვრებლის პირადი სივრცე მაქსიმალურად დაცული და გათვალისწინებულია. აპარტამენტების დიდი ტერასები იძლევა საშუალებას რეკრეაციული სივრცეების შესაქმნელად, რამდენიმე ტერასაზე, სურვილის შემთხვევაში, გამოყოფილი იქნება აუზის ადგილიც. ტერასები აღჭურვილია საჩრდილობელი სისტემიტაც, რაც არასასურველი მზის სხივებისგან თავის დაცვის საშუალებას იძლევა.

გოლფის პროფესიონალური მოედნები და მულტიფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი

თბილისი ჰილსის ერთ-ერთ მთავარ უპირატესობას საქართველოში პირველი პროფესიონალური გოლფის მოედნები წარმოადგენს, რომელიც კომპლექსში 60 ჰექტარზეა გადაჭიმული და 18 ფოსოს მოიცავს. მოედნებთან ახლოს შეხვდებით ევროპულ რესტორანსაც, სადაც საშუალება გექნებათ დააგემოვნოთ უგემრიელესი კერძები.

კომპლექსის მულტიფუნქციური კონცეფციიდან გამომდინარე, ტერიტორიას მალე დაემატება საქართველოში ყველაზე დიდი სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი და გოლფერების ქლაბჰაუსი, სადაც მაცხოვრებლებს საშუალება ექნებათ ისარგებლონ ისეთი ობიექტებით, როგორიცაა: ღია და დახურული აუზები, ტენისის და პიკელბოლის მოედნები, სპა, საუნა, სავარჯიშო დარბაზი, სამუშაო სივრცეები და სხვა.

აპარტამენტების გვერდით ასევე მოეწყობა კომერციული შენობაც, რომელიც გააერთიანებს მარკეტს, აფთიაქს, კაფესა და მაცხოვრებლებისათვის საჭირო სხვა ობიექტებს.

უსაფრთხოება

და ბოლოს, სახლის შეძენისას ყველაზე დიდი მნიშვნელობა უსაფრთხოებასა და სიმშვიდის განცდას აქვს. თბილისი ჰილსის ტერიტორიაზე 200-მდე კამერით პატრულირება 24 საათის განმავლობაში მიმდინარეობს და წარმოადგენს ქალაქში ერთ-ერთ ყველაზე დაცულ ადგილს, სადაც მუდმივად კონტროლდება ტერიტორიაზე უცხო პირების შესვლა. ამიტომ, თუ თქვენი ოჯახისათვის მშვიდ და უსაფრთხო ადგილს ეძებთ, თბილისი ჰილსის კომპლექსი ნამდვილად გაამართლებს თქვენს ყველა მოლოდინს.

Share via