13 ნოემბერს ჩვენ ვუმასპინძლეთ ღონისძიებას TrailLab-თან ერთად.

გარბენს „თბილისი ჰილსმა“ უმასპინძლა, შესაბამისად, შეჯიბრმა  მთებში გადაინაცვლა და საქართველოს ბუნებრივი საგანძურის, ყაზბეგის მთის პანორამული ხედების ფონზე წარიმართა. რბოლა განსაკუთრებული გახადა მეორე დისტანციაზე სიმაღლის დონის ეტაპობრივმა ცვლილებამ, რადგან დონეების ცვლილება, ტრადიციულად, რბოლის მხოლოდ პირველ ეტაპზე ხდება ხოლმე, ჩვენს შემთხვევაში კი, პირიქით მოხდა.

Tbilisi Hills ის მთავარ მოედანზე დაწყების შემდეგ, მარშრუტი თელეთის ქედს გაჰყვა და  3 კილომეტრის მოშორებით, ულამაზესი ვიწროდ დახვეული დაღმართის გავლით თბილისისკენ დაეშვა. 400 მდე ვერტიკალური მეტრის დაფარვის შემდეგ, მარშრუტი კრწანისის ქუჩებში შევიდა, სანამ კრწანისის ხევის გადაკვეთდა და თელეთის ქედზე კიდევ ერთხელ დაიწყებდა სვლას, მაგრამ ამჯერად განსხვავებული ტრაექტორიით. მწვერვალზე მიღწევისთანავე მარშრუტი უბრუნდება საწყის, მისი დასრულების ადგილს.

მარშრუტის სხვადასხვა კუთხიდან  თბილისზე, კოჯრის ტყეზე, კუმისის ტბაზე, შავნაბადას მონასტერსა და ყაზბეგის მთაზე დაუვიწყარი პანორამული ხედები იშლებოდა. მარშრუტი მიჰყვებოდა ხეებით, ბუჩქებითა და  ამ ადგილებისთვის დამახასიათებელი, აყვავებული კაქტუსებით გარშემორტყმულ ბილიკებს. დიახ, არ მოგესმათ –  კაქტუსები, რომელთა ეკლებზე თავის არიდებამ რბოლას კიდევ ერთი დონის გამოწვევა შეჰმატა.

რბოლას სამ დისტანციაზე: გაიმართა:
18 კილომეტრი 750 მეტრი სიმაღლით
14 კილომეტრი 550 მეტრი სიმაღლით
9 კილომეტრი (სახალისო გარბენი) 300 მეტრი სიმაღლის მატებით

თითოეულის დასრულების ვადა განსაზღვრული იყო შემდეგნაირად:
18 კმ – 03:30 საათი
14 კმ – 03:00 საათი
9 კმ – 03:00 საათი

ღონისძიების შედეგები შეგიძლიათ იხილოთ TrailLab-ის ვებ-გვერდზე https://www.traillab.ge/

ვულოცავთ ყველა გამარჯვებულს და წარმატებებს ვუსურვებთ ყველა  მონაწილეს!

ვიმედოვნებთ, რომ რბოლა ყველასთვის  სასრგებლო და სასიამოვნო გამოწვევა ყიო!

Share via