თბილისი ჰილსმა უნიკალური და მრავალფუნქციური სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის დიზაინზე მუშაობა დაიწყო და მთლიანი პროცესის ეს ეტაპი უკვე დასასრულს უახლოვდება.

პროექტის შესახებ

სპორტულ-გამაჯანსაღებელი პროექტი სულ მალე შესანიშნავ სივრცეს შესთავაზებს მათ, ვინც უპირატესობას ფიზიკურ კეთილდღეობასა და უკომპრომისო სრულყოფილებას ანიჭებს. ეს ადგილი თბილისი ჰილსის ყველა მაცხოვრებლისთვის, გოლფის მოყვარულისთვის, ამბიციური პროფესიონალისთვისა თუ ნებისმიერი თქვენგანისთვის გამორჩეული ადგილი იქნება.

კომპლექსში გაერთიანდება შიდა და გარე სივრცეები, რომელიც 2000 კვ.მ-ის ფართობის დახურულ შენობას, 600 კვ.მ-ის მოცულობის ღია სივრცესა და ღია აუზს მოიცავს. სტუმრებისთვის მაქსიმალური კომფორტის შესაქმნელად, პროექტს 120 მანქანაზე გათვლილი ავტოსადგომი ექნება.

არქიტექტურულ დიზაინზე დაყრდნობით, სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი ერთდროულად 200-მდე ვიზიტორს უმასპინძლებს.

პროექტს ექნება უნიკალური მდებარეობა, რომელიც 360 გრადუსიან პანორამულ ხედს შემოგთავაზებთ შავნაბადას მონასტრისა და ქალაქის პეიზაჟებზე.

ობიექტები

თბილისი ჰილსის ახალი წამოწყება ჩვენი სტუმრებისა და მაცხოვრებლების ინდივიდუალურ საჭიროებებზე იქნება მორგებული. კომპლექსში განთავსებული იქნება საცურაო აუზები, მეზობლად კი მზის აბაზანების მიღებისათვის განკუთვნილი სივრცე.

მეორე სართულს დაამშვენებს კაფე ტერასაც, საიდანაც განსაცვიფრებელი ხედებითა და მშვიდი ატმოსფეროთი დატკბებით, დაისვენებთ და ისიამოვნებთ. პარალელურად, შეგეძლებათ ითამაშოთ ჩოგბურთი, პიკელბოლი და ამავე ტერიტორიაზე იცუროთ 25 მეტრიან აუზში. კომპლექსში განთავსებული იქნება კლასიკური ცხელი და ორთქლის საუნებიც. გარდა ამისა, პროექტში გათვლილია დიდი ლაუნჯისა და სამუშაო სივრცის არსებობა მათთვის, ვისაც სამსახურებრივი მოვალეობების შესრულება კლუბის ტერიტორიის დატოვების გარეშე სურს.

არქიტექტურული ნაწილი

მრავალფუნქციურობისა და გასაოცარი ხედების გარდა, სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის პროექტი არქიტექტურითაც გამორჩეულია.

მისი დიზაინი გააერთიანებს პრაქტიკულობასა და ესთეტიკურ მიმზიდველობას, რაც უნიკალურ თავგადასავალს შექმნის თითოეული ადამიანისთვის.

დიზაინი, არქიტექტურა და მთელი რიგი მასალები, შეირჩევა მხოლოდ ერთი პრინციპით, რომ ჩვენი სტუმრებისთვის შევქმნათ მაქსიმალურად კომფორტული, თბილი და სტუმართმოყვარე გარემო.

პროექტის შემოქმედებითი გუნდი

OAB Studio გამორჩეული არქიტექტურული კომპანიაა ესპანეთიდან, რომელიც თბილისი ჰილსის პროექტის დიზაინის პარტნიორად შეირჩა. მათი განსაკუთრებული გამოცდილებისა და შეუდარებელი შემოქმედების გამო, ვთვლით, რომ ჩვენი ხედვის ხორცშესხმისთვის საუკეთესო გუნდი ვიპოვეთ.

OAB Studio ინდუსტრიაში საკმაოდ ცნობილია მათი ნამუშევრებით. ეს გუნდი თავდადებით შრომობს სრულყოფილებისთვის, რომელსაც მათი შექმნილი არქიტექტურული პროექტების არაერთი ჯილდოც ამტკიცებს. Kaplanaya Six Senses Hotel-მა, თურქეთში, 2022 წელს მიიღო Condé Nast Traveler Readers’ Choice-ის ჯილდო “საუკეთესო დანიშნულების სპა კურორტი მსოფლიოში”. ეს მიღწევა კიდევ უფრო ამყარებს მათი, როგორც ინდუსტრიის ლიდერების პოზიციას.

გარდა ამისა, მათი განხორციელებული პროექტის მიღწევები მოიცავს 2021 წლის Condé Nast Traveler Readers’ Choice Awards-ის ჯილდოს “ევროპის საუკეთესო კურორტებისთვის” და 2020 წლის Departures Legend Awards-ის პრიზს საუკეთესო “Wellness” გამოცდილებისთვის. 2019 წელს Kaplanaya Six Senses Hotel-ს მიენიჭა საპატიო Hotel & Lodge Magazine World-ის საუკეთესოდ შესრულებული პროექტის ტიტულიც.

Share via